მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აშშ-ში ღამის კლუბში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

© AP Photo / Jeffrey Phelpsპოლიცია აშშ-ში
პოლიცია აშშ-ში - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2022
გამოწერა
ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის დაჭრილია და მას საავადმყოფოში სამედიცინო დახმარება გაეწია
თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა კოლორადოს შტატში (აშშ) ღამის ბარ-კლუბში სროლის შედეგად, იუწყება ადგილობრივი რადიოსადგური KRDO პოლიციაზე დაყრდნობით.
ინციდენტი კოლორადო-სპრინგსში კვირას ღამით მოხდა.
„კოლორადო-სპრინგსში მდებარე ბარში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და 18 დაიჭრა“, - ნათქვამია რადიოსადგურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
პოლიციამ ეჭვმიტანილი მსროლელი დააკავა, იუწყება გამოცემა New York Times. ის დაჭრილია, მას საავადმყოფოში სამედიცინო დახმარება გაეწია.
ყველა ახალი ამბავი
0