ხანძრები საქართველოში: რამდენი ადამიანი დაიღუპა წლის დასაწყისიდან

© AP Photo / Noah Bergerხანძარი
ხანძარი - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2022
გამოწერა
სამწუხარო ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა გამოაქვეყნა
თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში 2022 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრამდე პერიოდში 11,1 ათასი ხანძარი მოხდა, ასეთია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემები.
უწყების ინფორმაციით, ხანძრების შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 148 დაშავდა.
აღნიშნულ პერიოდში დაიწვა 342 შენობა, დანარჩენი ხანძრების ლიკვიდირება შენობების სრულ განადგურებამდე მოხერხდა.
ხანძრების პიკი საქართველოში 2017 წელზე მოდის. მაშინ ქვეყანაში 15.222 ხანძარი დაფიქსირდა, დაიღუპა 79 ადამიანი და დაიწვა 543 შენობა.
ყველა ახალი ამბავი
0