https://sputnik-georgia.com/20221119/ragbi-saqartvelos-nakrebma-kardifsi-uelsis-gundi-daamarcxa-272310872.html
რაგბი: საქართველოს ნაკრებმა კარდიფში უელსის გუნდი დაამარცხა
რაგბი: საქართველოს ნაკრებმა კარდიფში უელსის გუნდი დაამარცხა
Sputnik საქართველო
ქართველმა მორაგბეებმა ანგარიში მას შემდეგ გახსნეს, რაც თედო აბჟანდაძემ საჯარიმო შეასრულა 19.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-19T20:37+0400
2022-11-19T20:37+0400
2022-11-20T18:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1e/251874978_0:20:2630:1499_1920x0_80_0_0_25cef1eaf90e418258fdd366692239fe.jpg
თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის მესამე სატესტო მატჩი კარდიფში უელსის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 13:12 მოიგო.ქართველმა მორაგბეებმა ანგარიში მას შემდეგ გახსნეს, რაც თედო აბჟანდაძემ საჯარიმო დარტყმა შეასრულა, მაგრამ შემდეგ უელსმა უპირატესობა მოიპოვა, ორი მცდელობა განახორციელა და ტაიმი ანგარიშით 12:3 მოიგო.მატჩის 60-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა კარგი შეტევა განახორციელა, რომელიც თოდუას ლელოთი დაგვირგვინდა, ხოლო თედო აბჟანდაძემ ზუსტად შეასრულა გარდასახვა და ანგარიში 12:10 გახდა.მატჩის ბოლოს, შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთით ადრე ქართველებმა მოიპოვეს საჯარიმო დარტყმის უფლება, რომელიც მატკავამ ზუსტად შეასრულა და საქართველოს ნაკრებმა უელსს 13:12 მოუგო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1e/251874978_147:0:2484:1753_1920x0_80_0_0_0fd0eaf5e4502dce116c219d5641a7b7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
რაგბი: საქართველოს ნაკრებმა კარდიფში უელსის გუნდი დაამარცხა
20:37 19.11.2022 (განახლებულია: 18:30 20.11.2022) ქართველმა მორაგბეებმა ანგარიში მას შემდეგ გახსნეს, რაც თედო აბჟანდაძემ საჯარიმო შეასრულა
თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის მესამე სატესტო მატჩი კარდიფში უელსის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 13:12 მოიგო.
ქართველმა მორაგბეებმა ანგარიში მას შემდეგ გახსნეს, რაც თედო აბჟანდაძემ საჯარიმო დარტყმა შეასრულა, მაგრამ შემდეგ უელსმა უპირატესობა მოიპოვა, ორი მცდელობა განახორციელა და ტაიმი ანგარიშით 12:3 მოიგო.
მატჩის 60-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა კარგი შეტევა განახორციელა, რომელიც თოდუას ლელოთი დაგვირგვინდა, ხოლო თედო აბჟანდაძემ ზუსტად შეასრულა გარდასახვა და ანგარიში 12:10 გახდა.
მატჩის ბოლოს, შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთით ადრე ქართველებმა მოიპოვეს საჯარიმო დარტყმის უფლება, რომელიც მატკავამ ზუსტად შეასრულა და საქართველოს ნაკრებმა უელსს 13:12 მოუგო.