ქართული სტარტაპი საერთაშორისო კონკურსის ფინალში მოხვდა

© Pixabay / epicantusსტარტაპები, ინოვაციები და ახალი გადაწყვეტილებები
სტარტაპები, ინოვაციები და ახალი გადაწყვეტილებები - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2022
გამოწერა
კონკურს Unicorn Startup Battle International-ის ფინალი 2022 წლის დეკემბერში გაიმართება.
თბილისი, 19 ნოემბერი– Sputnik. ქართული სტარტაპი PHARAO გავიდა საერთაშორისო კონკურს Unicorn Startup Battle International-ის ფინალში, იუწყება Marketer.ge.
Unicorn.Events – მსოფლიოში უმსხვილესი კონკურსია მზარდი სტრატაპებისთვის. ღონისძოების ფარგლებში მონაწილეებს ინვესტორებთან პირდაპირი ურთიერთობის საშუალება ეძლევათ.
„გამარჯვება და ფინალში მოხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია! ესაა იდეის ვალიდაციისა და ინვესტორების ყურადღების მიქცევის ძალიან ეფექტური გზა“, — განაცხადა ირაკლი გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ ფინალში „ბოლომდე იბრძოლებენ გამარჯვებისთვის“.
PHARAO ადამიანების 3D ავატარების ბიბლიოთეკას ქმნის, აკავშირებს მოდელებსა და ციფრულ ინდუსტრიებს, რაც საბოლოოდ ამ ავატარებით მრავალჯერად ვაჭრობას ემსახურება. ზემოთ ხსენებულ შეჯიბრში კი ის საქართველოში ჩატარებული Unicorn Startup Battle Georgia კონკურსში გამარჯვების შედეგად მოხვდა.
კონკურს Unicorn Startup Battle International-ის ფინალი 2022 წლის დეკემბერში გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0