მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

დედამიწაზე წყალი კოსმოსიდან მოვიდა: ცნობილი გახდა ვინჩკომბის მეტეორიტის კვლევის შედეგები

© Twitter / Danny Normanმეტეორიტის შემოჭრა ატმოსფეროში
მეტეორიტის შემოჭრა ატმოსფეროში - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2022
გამოწერა
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. გასული წლის თებერვალში დიდ ბრიტანეთში ჩამოვარდნილი მეტეორიტი ისეთსავე წყალს შეიცავს, როგორიც დედამიწაზეა, აცხადებენ მეცნიერები, რომელთა კვლევაც პირველად გამოქვეყნდა ჟურნალში Science Advance.
გავრცელებული ინფორმაციით, მეტეორიტის ნამსხვრევები, რომელიც პატარა ქალაქ ვინჩკომბის სიახლოვეს ჩამოვარდა, მსოფლიოს ყველა ლაბორატორიაში იყო დაგზავნილი შემდგომი კვლევებისთვის.
როგორც კვლევებმა აჩვენა, წყალი მეტეორიტის წონის 11%-ს შეადგენს და, წყალბადის სხვადასხვა ტიპის ატომების თანაფარდობის თვალსაზრისით, იგი თითქმის არ განსხვავდება დედამიწაზე არსებული წყლისგან.
ეს კი კიდევ მეტად ამყარებს თეორიას იმის შესახებ, რომ ის ძირითადი ქიმიური კომპონენტები, რომელთა შედეგადაც ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლე წარმოიშვა, დედამიწაზე კოსმოსიდან მოვიდა მილიარდობით წლის წინ. არსებობს მოსაზრება, რომ ეს დედამიწის ყინულოვანი კომეტებით „დაბომბვის“ შედეგად მოხდა.
აღინიშნება, რომ მეტეორიტი ჩამოვარდნიდან 12 საათის შემდეგ იპოვეს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ციური სხეული ვერ მოასწრებდა დედამიწის წყლის ან სხვა ელემენტების შეწოვას. მკვლევარები დარწმუნებული არიან, რომ მეტეორიტმა ეს ყველაფერი კოსმოსიდან ჩამოიტანა.
ამასთან, მეცნიერებმა შეძლეს იმის დადგენაც, თუ საიდან მოფრინდა ჩვენს პლანეტაზე ეს უნიკალური მეტეორიტი. მისი ცეცხლოვანი კუდის ფოტოებმა, რომლებიც ვინჩკომბის სათვალთვალო კამერებმა გადაიღო, მკვლევარებს ციური სხეულის ტრაექტორიის გამოთვლის შესაძლებლობა მისცა. მათი თქმით, მეტეორიტი დედამიწას მარსსა და იუპიტერს შორის არსებულ ასტეროიდთა სარტყლიდან ესტუმრა.
შემდგომმა გამოთვლებმა აჩვენა, რომ მეტეორიტი, დიდი ალბათობით, დედა-ასტეროიდის ზედაპირული გრუნტიდან „მოტყდა“ რაღაც კოსმოსური სხეულის დარტყმის შედეგად. ამის შემდეგ კოსმოსური ობიექტი დედამიწისკენ დაიძრა, სადამდე მოსასვლელადაც 200-300 ათასი წელი დასჭირდა.

„200-300 ათასი წელი ძალიან დიდ დროდ ჟღერს, მაგრამ გეოლოგიური თვალსაზრისით ეს მხოლოდ ერთი გაელვებაა. მეცნიერთა საბედნიეროდ, ვინჩკომბის მეტეორიტმა ჩვენამდე დროულად მოაღწია და, ვფიქრობთ, ახალი აღმოჩენებით გაგვახარებს. უახლოეს მომავალში მისადმი მიძღვნილი კიდევ ათობით ნამუშევარი მომზადდება გამოსაქვეყნებლად“, — ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი ჰელენ ბეიტსი.

მკვლევარების თქმით, ვინჩკომბის მეტეორიტის კვლევა წლების განმავლობაში გაგრძელდება და ის „მზის სისტემის წარმოშობის უფრო და უფრო მეტ საიდუმლოებას გამოავლენს“.
ყველა ახალი ამბავი
0