https://sputnik-georgia.com/20221118/varsava-saraketo-incidentis-gamozieba-272276018.html
ვარშავა სარაკეტო ინციდენტის გამოძიების შედეგებს უახლოეს დღეებში ელოდება
ვარშავა სარაკეტო ინციდენტის გამოძიების შედეგებს უახლოეს დღეებში ელოდება
Sputnik საქართველო
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ვარშავა პირობას დებს, რომ რაც შეიძლება მალე გამოიძიებს პოლონეთის ტერიტორიაზე მომხდარ სარაკეტო ინციდენტს, რომელმაც ორი ადამიანი... 18.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-18T12:57+0400
2022-11-18T12:57+0400
2023-07-20T15:48+0400
მსოფლიო დღეს
სარაკეტო ინციდენტი პოლონეთში
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/12/272275860_0:159:3076:1889_1920x0_80_0_0_fbcb733b4f99d2aaa12ae35664b251ff.jpg
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ვარშავა პირობას დებს, რომ რაც შეიძლება მალე გამოიძიებს პოლონეთის ტერიტორიაზე მომხდარ სარაკეტო ინციდენტს, რომელმაც ორი ადამიანი იმსხვერპლა, იუწყება CNN.როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ლუკაშ იასინამ განუცხადა გამოცემას, გამოძიება სტაბილურად მიიწევს წინ და ქვეყნის ხელისუფლება მის შედეგებს უახლოეს დღეებში ელოდება.ამასთან იასინამ აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილზე უკრაინელი ექსპერტებიც დაიშვებიან, თუმცა ჯერ გარკვეული სამართლებრივი შეთანხმებები უნდა გაფორმდეს, რათა „მათი ექსპერტიზისთვის კარგი სივრცე შეიქმნას“.მანამდე პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ასევე განაცხადა, რომ უკრაინის წარმომადგენლებს მიეცათ საშუალება, დააკვირდნენ გამოძიების მიმდინარეობას.ნატოს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე რაკეტის ჩამოვარდნამ დასავლელი ლიდერების შეშფოთება გამოიწვია. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა, რამდენიმე ევროპული სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადეს, რომ, წინსაწარი ინფორმაციით, პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემიდან იყო გაშვებული რუსული რაკეტის ჩასაჭერად, მაგრამ მიზანს ასცდა. თუ სად ჩამოვარდა ასეთ შემთხვევაში რუსული რაკეტა, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.ამასთან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ რაკეტა, რომელიც პოლონეთის სოფელ პრჟევოდუვში ჩამოვარდა, უკრაინული არ იყო.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/12/272275860_174:0:2903:2047_1920x0_80_0_0_0f518c98fedb91c12984f1b1155cbcec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სარაკეტო ინციდენტი პოლონეთში, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მსოფლიოს ახალი ამბები
სარაკეტო ინციდენტი პოლონეთში, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ვარშავა პირობას დებს, რომ რაც შეიძლება მალე გამოიძიებს პოლონეთის ტერიტორიაზე მომხდარ სარაკეტო ინციდენტს, რომელმაც ორი ადამიანი იმსხვერპლა, იუწყება CNN.
როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ლუკაშ იასინამ განუცხადა გამოცემას, გამოძიება სტაბილურად მიიწევს წინ და ქვეყნის ხელისუფლება მის შედეგებს უახლოეს დღეებში ელოდება.
ამასთან იასინამ აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილზე უკრაინელი ექსპერტებიც დაიშვებიან, თუმცა ჯერ გარკვეული სამართლებრივი შეთანხმებები უნდა გაფორმდეს, რათა „მათი ექსპერტიზისთვის კარგი სივრცე შეიქმნას“.
მანამდე პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ასევე განაცხადა, რომ უკრაინის წარმომადგენლებს მიეცათ საშუალება, დააკვირდნენ გამოძიების მიმდინარეობას.
„თუმცა, როდესაც საქმე ეხება პროცედურებში მონაწილეობას, ინფორმაციასა და დოკუმენტებზე წვდომას, საჭიროა არსებობდეს გარკვეული სახელშეკრულებო საფუძველი — საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო შეთანხმებების სფეროში“, — აღნიშნა პოლონეთის ლიდერმა.
ნატოს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე რაკეტის ჩამოვარდნამ დასავლელი ლიდერების შეშფოთება გამოიწვია. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა, რამდენიმე ევროპული სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადეს, რომ, წინსაწარი ინფორმაციით, პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემიდან იყო გაშვებული რუსული რაკეტის ჩასაჭერად, მაგრამ მიზანს ასცდა. თუ სად ჩამოვარდა ასეთ შემთხვევაში რუსული რაკეტა, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ამასთან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ რაკეტა, რომელიც პოლონეთის სოფელ პრჟევოდუვში ჩამოვარდა, უკრაინული არ იყო.