რამდენი ხორცი აწარმოეს სასაკლაოებმა საქართველოში

© photo: Sputnik / Alexey Malgavko / გადასვლა მედიაბანკშიღორის ხორცი
ღორის ხორცი - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2022
გამოწერა
ივლის–სექტემბერში საქართველოს სამაცივრე მეურნეობებში 93,6 ათასი ტონა პროდუქცია ინახებოდა.
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოს სასაკლაოებზე წარმოებული იყო 13,2 ათასი ტონა ხორცი („დაკლული ხორცი“ ფრინველის ხორცის ჩათვლით), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მიერ სასაკლაოების, ელევატორებისა და სამაცივრე მეურნეობების კვლევის შედეგებში.
წარმოებული პროდუქციის 40,5% მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე მოდის, 40% – ფრინველის, 18% – ღორის, 1,5% – ცხვრისა და თხის ხორცზე.
„საქსტატის“ მონაცემებით, ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში მოქმედებდა 119 სასაკლაო. აქედან 18,5% მდებარეობს ქვემო ქართლში, 16,8% – კახეთში, 14,3% – იმერეთში, 13,4% – შიდა ქართლში, 10,9% – სამეგრელო–ზემო სვანეთში და 26,1% – სხვა რეგიონებში.
კვლევის შედეგებით, ამ პერიოდში სასაკლაოებზე დაიკლა 107,8 ათასი პირუტყვი, აქედან მსხვილფეხა რქოსანი – 44,2%, ღორი – 43,1%, ცხვარი და თხა – 11,1%, სხვა (ფრინველის გაუთვალისწინებლად) – 1,5%.
ამას გარდა, სასაკლაოებზე დაკლული ფრინველის რაოდენობამ 2,9 მლნ ფრთა შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში მოემსახურნენ 14,8 ათას ადამიანს, საიდანაც 32,2% საოჯახო მეურნეობას წარმოადგენდა. სასაკლაოების თანამშრომელთა საშუალო რაოდენობა ერთ თვეში 1.061 ადამიანს შეადგენდა.
ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 32,6 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური – 14,9 ლარი, ხოლო ღორის დაკვლის საფასური – 27,5 ლარი.
მაცივრები
2022 წლის III კვარტალში საქართველოში 271 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც (59%) შიდა ქართლის რეგიონში მდებარეობს.
მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია კახეთის რეგიონში (13,7%), თბილისში (9,2%), სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში (5,5%), აჭარაში (3,7%), ქვემო ქართლის რეგიონში (3,3%), იმერეთის რეგიონში (3,3%), გურიის რეგიონში (0,7%), მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (0,7%) და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (0,7%).
აღნიშნულ პერიოდში მომსახურება გაეწია 384 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 735 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა ერთ თვეში 1.902 კაცით განისაზღვრა.
2022 წლის III კვარტლის განმავლობაში მაცივრებში შენახული იყო 93,6 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 49,7 პროცენტი – ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 19,6 პროცენტი – ხილი და ბოსტნეული, 15,5 პროცენტი – ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით, ქათმის ხორცის გარდა), 7,7 პროცენტი – თევზეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.
მომსახურების სახით მიღებულმა შემოსავალმა 6,2 მლნ ლარი შეადგინა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) ივლისში შეადგენდა 52,5 პროცენტს, აგვისტოში – 56,1 პროცენტს, ხოლო სექტემბერში – 52,8 პროცენტს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0