ქართველმა ფიზიკოსმა სტუდენტებმა უცხოეთის წამყვან უმაღლესებში სწავლისთვის სტიპენდია მიიღეს

© Sputnik / Alexander Imedashviliკახა ბენდუქიძის თავისუფალი უნივერსიტეტი
კახა ბენდუქიძის თავისუფალი უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2022
გამოწერა
ქართველი წარმატებული სტუდენტები ევროპისა და აშშ-ის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ჩაირიცხნენ.
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის ბაკალავრიატის 2021 წლის ათმა კურსდამთავრებულმა აშშ-ისა და ევროპის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის სრული დაფინანსება მიიღო.
ახალგაზრდების წარმატებების შესახებ სოციალურ ქსელში თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორმა, ასტროფიზიკოსმა ზაზა ოსმანოვმა დაწერა.
ქართველი სტუდენტები ჩაირიცხნენ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებში:
1.
ქეთო არაბული – ლიოვენის კათოლიკური უნივერსიტეტი, ბელგია;
2.
ელენე კრავიშვილი – პარიზი–საკლეს უნივერსიტეტი, საფრანგეთი;
3.
მარიამ არუსტაშვილი – მანჰაიმის უნივერსიტეტი, გერმანია;
4.
დათი ქავთარაძე – აახენის რაინ-ვესტფალიის ტექნიკური უნივერსიტეტი, გერმანია;
5.
მარიამ ბაგიშვილი – უილიამისა და მარიას კოლეჯი, აშშ;
6.
დიანა სოხაშვილი – ვირჯინიის უნივერსიტეტი, აშშ;
7.
მურმან გურგენიძე – კარნეგი მელონის უნივერსიტეტი, აშშ;
8.
გიგი ბუთბაია – ნიუ-ჰემფშირის უნივერსიტეტი, აშშ;
9.
ლუკა ხიზანიშვილი – ბინჰემტონის უნივერსიტეტი, აშშ;
10.
ნიკო გიორგაძე – ვირჯინიის უნივერსიტეტი, აშშ.
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი კერძო უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც 2007 წელს ქართველმა მეწარმემ, ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატმა კახა ბენდუქიძემ დააარსა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0