https://sputnik-georgia.com/20221118/mkvleloba-mcxetashi-or-pirs-patimroba-sheeparda-272292109.html
მკვლელობა მცხეთაში: ორ პირს პატიმრობა შეეფარდა
მკვლელობა მცხეთაში: ორ პირს პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
მკვლელობის ფაქტი სოფელ მუხრანში მიმდინარე წლის თებერვალში მოხდა. 18.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-18T21:16+0400
2022-11-18T21:16+0400
2022-11-18T22:25+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/19/250706280_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_3188e667e27875f32c3535b099cc75ea.jpg
თბილისი,18 ნოემბერი – Sputnik. პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ორი პირი დამნაშავედ ცნო, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.გამოძიებამ დაადგინა, რომ 2022 წლის თებერვალში მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა სამმა ბრალდებულმა, პირადი უთანხმოების საფუძველზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, დაზარალებულს სიცოცხლისთვის საშიში, მძიმე დაზიანებები მიაყენა, რის შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.სამივე პირს ბრალდება სსკ-ის 117 მუხლის მე-6 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც 8-დან 11 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ ორი ბრალდებული წადგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 9 და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ხოლო ერთი ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/19/250706280_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_e22ee38d8be197ecf5321f9eb67cafd6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
მკვლელობა მცხეთაში: ორ პირს პატიმრობა შეეფარდა
21:16 18.11.2022 (განახლებულია: 22:25 18.11.2022) მკვლელობის ფაქტი სოფელ მუხრანში მიმდინარე წლის თებერვალში მოხდა.
თბილისი,18 ნოემბერი – Sputnik. პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ორი პირი დამნაშავედ ცნო,
ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2022 წლის თებერვალში მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა სამმა ბრალდებულმა, პირადი უთანხმოების საფუძველზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, დაზარალებულს სიცოცხლისთვის საშიში, მძიმე დაზიანებები მიაყენა, რის შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამივე პირს ბრალდება სსკ-ის 117 მუხლის მე-6 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც 8-დან 11 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ ორი ბრალდებული წადგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 9 და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ხოლო ერთი ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა.