MH17-ის საქმე: რუსეთი ჰააგის სასამართლოს ვერდიქტს არ ეთანხმება

  - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2022
გამოწერა
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ჰააგის სასამართლოს განაჩენი MH17-ის საქმეზე ნდობას არ იწვევს, გამოძიების მსვლელობისას იყო ძალიან ბევრი „ბნელი ლაქა“, ხოლო გამჭვირვალობის ნაკლებობა და შეუსაბამობები მართლმსაჯულების მიკერძოებულობაზე ეჭვებს ბადებს, განაცხადა რუსეთის ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრმა ალექსანდრ ბროდმა.
ხუთშაბათს ჰააგის სასამართლომ რუსეთის მოქალაქეები იგორ გირკინი და სერგეი დუბინსკი, აგრეთვე უკრაინელი ლეონიდ ხარჩენკო დამნაშავედ ცნო 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინაში თვითმფრინავ MH17-ის ჩამოგდებაში და მისი 298 მგზავრის მკვლელობაში, რისთვისაც მათ დაუსწრებლად მიუსაჯა სამუდამო პატიმრობა.
ამასთან ჰააგის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო მეოთხე ბრალდებული, რუსი ოლეგ პულატოვი, და არ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა მისი ციხეში მოთავსების შესახებ. პულატოვი ასევე გათავისუფლდა კომპენსაციის სარჩელებზე პასუხისმგებლობისგან. დანარჩენებს, ჰოლანდიის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაღუპულთა ოჯახებისთვის ჯამში 16 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრათ.

„რატომ არ დაუშვეს რუსული მხარე გამოძიებაში? რა ვუყოთ იმას, რომ გასროლა კიევის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოხდა, რომ ამბოხებულებს არ ჰქონდათ იარაღი, რომელიც თვითმფრინავს ჩამოაგდებდა? ვინ არიან ის იდუმალი ანონიმი მოწმეები, რომელთა ჩვენებაც დაედო საფუძვლად ბრალდებას? რატომ თქვეს უარი უცხოელმა ექსპერტებმა რუსეთის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტებზე დასწრებაზე? ეს კითხვები კვლავ უპასუხოდ რჩება“, — განაცხადა ბროდმა.

როგორც მანამდე განაცხადეს რუსეთი ფედერაციის საბჭოში, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოსალოდნელი იყო კიდეც, იურიდიულად ბათილია. რუსეთში ასევე მიაჩნიათ, რომ სასამართლო არაობიექტური იყო და ყოველივე, რაც მოხდა, მხოლოდ „ინფორმაციული პროვოკაციაა“.
ყველა ახალი ამბავი
0