პირველად ისტორიაში: ქართველმა მოდელმა ჟურნალ Vogue-ს გარეკანი დაამშვენა

© courtesy of Niko Abuladzeმატილდა გვარლიანი
მატილდა გვარლიანი - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2022
გამოწერა
მატილდა გვარლიანი დეკემბერი–იანვრის ნომრისთვის საკულტო გერმანელმა ფოტოგრაფმა ელენ ფონ უნვერტმა გადაიღო.
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. ცნობილი ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი Vogue–ნიდერლანდის გარეკანზე გამოჩნდა და ასე გახდა პირველი მოდელი საქართველოდან, რომელმაც ამ პრესტიჟული ჟურნალის გარეკანი დაამშვენა.
მატილდა გვარლიანი დეკემბერი–იანვრის ნომრისთვის საკულტო გერმანელმა ფოტოგრაფმა ელენ ფონ უნვერტმა (Ellen von Unwerth) გადაიღო. მოდელი რამდენიმე სახით – კაბიდან საცვლებამდე წარდგა.
გადაღებები ვენაში, ბაროკოს სტილის ბელვედერის სასახლეში მიმდინარეობდა.
მატილდა გვარლიანი 19 წლისაა და სამოდელო კარიერაში უკვე ბევრს მიაღწია. იგი გახდა იტალიელი დიზაინერის რობერტო კავალის სარეკლამო კამპანიის ნაწილი, მუშაობდა მსოფლიოს სხვა ცნობილ ბრენდებთან და მოდის კვირეულების ფარგლებში მონაწილეობდა მოდის ჩვენებებში.
© Сourtesy of Look Modéls Manageméntმატილდა გვარლიანი
Модель Матильда Гварлиани на показе Louis Vuitton - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2022
მატილდა გვარლიანი
სამოდელო სამყაროში მატილდა გვარლიანის დებიუტი ფლორენციაში ერთ-ერთ ჩვენებაზე შედგა, მაშინ გოგონა 14 წლის იყო. 15 წლისა კი ქართველი მოდელი გადაიღეს ცნობილი ბრენდის PULL & BEAR-ის სარეკლამო რგოლში.
გოგონას კარიერა დღითი დღე წარმატებული ხდებოდა, მან მილანის მოდის კვირეულზე (Milan Fashion Week 2019) Dolce & Gabbana-ს ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. მატილდა ამჟამად პრესტიჟულ სააგენტო Next Model-თან თანამშრომლობს.
© courtesy of Matilda Gvarlianiმატილდა გვარლიანი
Матильда Гварлиани - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2022
მატილდა გვარლიანი
მატილდას განსხვავებულ და განსაკუთრებულ გარეგნობას ბევრი უსვამს ხაზს, მისი არაორდინარული სილამაზე კი ყოველთვის იქცევს ირგვლივ მყოფთა ყურადღებას. როგორც თავად ამბობს, გაყოფილი კბილები ერთ დროს მას აკომპლექსებდა, მაგრამ ახლა თვლის, რომ სწორედ არასტანდარტული სახე გახდა მისი წარმატების ერთ-ერთი მიზეზი
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0