https://sputnik-georgia.com/20221118/iaea-rezolucia-zaporojies-aesi-272274566.html
რეზოლუცია ზაპოროჟიეს აეს-ზე: IAEA მოუწოდებს რუსეთს, უარი თქვას უსაფუძვლო პრეტენზიებზე
რეზოლუცია ზაპოროჟიეს აეს-ზე: IAEA მოუწოდებს რუსეთს, უარი თქვას უსაფუძვლო პრეტენზიებზე
Sputnik საქართველო
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მმართველთა საბჭო მოუწოდებს რუსეთს, უარი თქვას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის... 18.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-18T11:12+0400
2022-11-18T11:12+0400
2023-07-20T15:48+0400
მსოფლიო დღეს
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო - iaea
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0a/269325418_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_f919257813e2c064f31c16ac43e3dd44.jpg
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მმართველთა საბჭო მოუწოდებს რუსეთს, უარი თქვას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ფლობაზე უსაფუძვლო პრეტენზიებზე, ნათქვამია სააგენტოს რეზოლუციაში.დოკუმენტის თანახმად, IAEA-ს მმართველთა საბჭო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ფედერაციამ არ გაითვალისწინა საბჭოს მოწოდებები, შეეწყვიტა უკრაინის ბირთვულ ობიექტებზე ყოველგვარი მოქმედებები და კვლავ სთხოვს რუსეთს, გააკეთოს ეს დაუყოვნებლივ.რუსეთში მიაჩნიათ, რომ IAEA-ს მიერ 17 ნოემბერს მიღებული რეზოლუცია „არის არაპროფესიულად შედგენილი, რომელიც სააგენტოს მანდატის ფარგლებს სცდება და ფაქტობრივ შეცდომებს შეიცავს“.გავრცელებული ინფორმაციით, სააგენტოს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს ჩინეთმა და საკუთრივ რუსეთმა, თავი შეიკავეს ვიეტნამმა, ინდოეთმა, კენიამ, ნამიბიამ, პაკისტანმა, საუდის არაბეთმა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ. ბურუნდისა და ლიბიის დელეგაციები კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ.ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, ქალაქ ენერგოდართან. ბლოკების მიხედვით ეს ევროპაში ყველაზე დიდი და ყველაზე ძლიერი ატომური ელექტროსადგურია. რუსი სამხედროები სადგურზე მიმდინარე წლის მარტიდან იმყოფებიან. როგორც მოსკოვი აცხადებს, ეს აუცილებელია ბირთვული და რადიოაქტიური მასალების გაჟონვის თავიდან ასაცილებლად.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0a/269325418_273:0:3004:2048_1920x0_80_0_0_2f1f47ca400bc5030132e41125ac6a75.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო - iaea, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მსოფლიოს ახალი ამბები
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო - iaea, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მმართველთა საბჭო მოუწოდებს რუსეთს, უარი თქვას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ფლობაზე უსაფუძვლო პრეტენზიებზე, ნათქვამია სააგენტოს
რეზოლუციაში.
დოკუმენტის თანახმად, IAEA-ს მმართველთა საბჭო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ფედერაციამ არ გაითვალისწინა საბჭოს მოწოდებები, შეეწყვიტა უკრაინის ბირთვულ ობიექტებზე ყოველგვარი მოქმედებები და კვლავ სთხოვს რუსეთს, გააკეთოს ეს დაუყოვნებლივ.
„მმართველთა საბჭო... გმობს და არ აღიარებს რუსეთის ფედერაციის მცდელობებს, დაისაკუთროს უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და მოახდინოს უკრაინის ტერიტორიის უკანონო ანექსია, რომელზეც მდებარეობს ეს სადგური <...> და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ თქვას უარი ამ სადგურის მიმართ უსაფუძვლო პრეტენზიებზე“, — ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.
რუსეთში მიაჩნიათ, რომ IAEA-ს მიერ 17 ნოემბერს მიღებული რეზოლუცია „არის არაპროფესიულად შედგენილი, რომელიც სააგენტოს მანდატის ფარგლებს სცდება და ფაქტობრივ შეცდომებს შეიცავს“.
გავრცელებული ინფორმაციით, სააგენტოს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს ჩინეთმა და საკუთრივ რუსეთმა, თავი შეიკავეს ვიეტნამმა, ინდოეთმა, კენიამ, ნამიბიამ, პაკისტანმა, საუდის არაბეთმა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ. ბურუნდისა და ლიბიის დელეგაციები კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, ქალაქ ენერგოდართან. ბლოკების მიხედვით ეს ევროპაში ყველაზე დიდი და ყველაზე ძლიერი ატომური ელექტროსადგურია. რუსი სამხედროები სადგურზე მიმდინარე წლის მარტიდან იმყოფებიან. როგორც მოსკოვი აცხადებს, ეს აუცილებელია ბირთვული და რადიოაქტიური მასალების გაჟონვის თავიდან ასაცილებლად.