სლუცკი: რუსი სამხედროები ზაპოროჟიეს აეს-დან IAEA-ს შეძახილზე არ გაიქცევიან

  - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2022
გამოწერა
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) რეზოლუცია, რომელიც გუშინ მიიღო სააგენტოს მმართველთა საბჭომ, შეუსრულებადია, განაცხადა რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ლეონიდ სლუცკიმ.
მისი თქმით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარეობს და უკვე გახდა მისი ენერგეტიკის ნაწილი.
IAEA-ს მმართველთა საბჭოს რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლად თქვას უარი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ფლობაზე „უსაფუძვლო პრეტენზიებსა და უკრაინის ტერიტორიის უკანონო ანექსიაზე, რომელზედაც მდებარეობს ეს სადგური“.

„თუ IAEA მოელის, რომ მათი მრისხანე შეძახილის შემდეგ რუსი სამხედროები მორჩილად დატოვებენ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, დიდად ცდებიან. რეზოლუცია შეუსრულებადია. ზაპოროჟიეს ატომური სადგური ახლა რუსეთის ტერიტორიაზეა და ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის ნაწილი გახდა. და აქ სალაპარაკოც არაფერია“, — დაწერა მან საკუთარ Telegram-არხზე.

IAEA-ს მმართველთა საბჭოს რეზოლუციას, რომელზე კენჭისყრაც 17 ნოემბერს გაიმართა, 35-დან 24-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი იყვნენ ჩინეთი და რუსეთი, თავი შეიკავეს ვიეტნამმა, ინდოეთმა, კენიამ, ნამიბიამ, პაკისტანმა, საუდის არაბეთმა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ. ბურუნდისა და ლიბიის დელეგაციები კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, ქალაქ ენერგოდართან. ბლოკების მიხედვით ეს ევროპაში ყველაზე დიდი და ყველაზე ძლიერი ატომური ელექტროსადგურია. რუსი სამხედროები სადგურზე მიმდინარე წლის მარტიდან იმყოფებიან. როგორც მოსკოვი აცხადებს, ეს აუცილებელია ბირთვული და რადიოაქტიური მასალების გაჟონვის თავიდან ასაცილებლად.
ყველა ახალი ამბავი
0