https://sputnik-georgia.com/20221118/garibashvilma-ali-asadovi-tbilisshi-moiwvia-272290554.html
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანელი კოლეგა თბილისში მოიწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანელი კოლეგა თბილისში მოიწვია
Sputnik საქართველო
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. 18.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-18T20:16+0400
2022-11-18T20:16+0400
2022-11-21T12:58+0400
საქართველო
პოლიტიკა
აზერბაიჯანი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/06/259353368_0:0:1400:788_1920x0_80_0_0_66cd9f6ecf1c547a5bfb706eef630a1c.jpg
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანელი კოლეგა ალი ასადოვი ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათშორისი კომისიის სხდომაში მონაწილეობისთვის თბილისში მოიწვია, ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათშორისი კომისიის სხდომა მიმდინარე წლის დეკემბერში ჩატარდება. პრემიერების განცხადებით, აღნიშნული ვიზიტი სასარგებლო იქნება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხების განხილვის კუთხით.ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი დღეს შედგა. ღარიბაშვილმა და ასადოვმა ერთმანეთს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი მიულოცეს.კოლეგებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველო–აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების მაღალი დონე, რომელიც ურყევ მეგობრობას, კეთილმეზობლობასა და ურთიერთმხარდაჭერას ეფუძნება.„ბევრს მივაღწიეთ“ – პრემიერი აზერბაიჯანს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს ულოცავს>>>მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების საქმეში მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და განსაკუთრებით აღნიშნეს მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ვიზიტის მნიშვნელობა.ღარიბაშვილმა და ასადოვმა იმსჯელეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ, ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე.საქართველოს პრემიერი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს შეხვდა - განხილვის მთავარი თემები>>>საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოების, ლოგისტიკისა და სხვა სფეროებში.აზერბაიჯანი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის. საქონელბრუნვა ქვეყნებს შორის 2022 წლის იანვარ–სექტემბერში 21,3%-ით გაიზარდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 959,6 მლნ დოლარი შეადგინა.
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/06/259353368_126:0:1205:809_1920x0_80_0_0_c2ae5a7f9474ab6fa69d6305d43cc874.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, აზერბაიჯანი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა, აზერბაიჯანი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , ახალი ამბები
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანელი კოლეგა თბილისში მოიწვია
20:16 18.11.2022 (განახლებულია: 12:58 21.11.2022) საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს.
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანელი კოლეგა ალი ასადოვი ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათშორისი კომისიის სხდომაში მონაწილეობისთვის თბილისში მოიწვია, ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.
ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათშორისი კომისიის სხდომა მიმდინარე წლის დეკემბერში ჩატარდება. პრემიერების განცხადებით, აღნიშნული ვიზიტი სასარგებლო იქნება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხების განხილვის კუთხით.
ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი დღეს შედგა. ღარიბაშვილმა და ასადოვმა ერთმანეთს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი მიულოცეს.
კოლეგებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველო–აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების მაღალი დონე, რომელიც ურყევ მეგობრობას, კეთილმეზობლობასა და ურთიერთმხარდაჭერას ეფუძნება.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების საქმეში მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და განსაკუთრებით აღნიშნეს მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ვიზიტის მნიშვნელობა.
ღარიბაშვილმა და ასადოვმა იმსჯელეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ, ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოების, ლოგისტიკისა და სხვა სფეროებში.
აზერბაიჯანი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის. საქონელბრუნვა ქვეყნებს შორის 2022 წლის იანვარ–სექტემბერში 21,3%-ით გაიზარდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 959,6 მლნ დოლარი შეადგინა.