შვედეთის პროკურატურამ „ჩრდილოეთის ნაკადებთან“ ასაფეთქებელი მასალა იპოვა

© photo: Sputnik / Grigoriy Sisoev
  - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2022
გამოწერა
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. შვედეთის პროკურატურა ადასტურებს, რომ ბალტიის ზღვაში გამავალ რუსულ გაზსადენებზე მომხდარი აფეთქება ნამდვილად დივერსიაა, ნათქვამია უწყების საიტზე გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში.

„პროკურორი მატს იუნგკვისტი, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-სა და „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე მომხდარი აფეთქებების წინასწარ გამოძიებას აწარმოებს, აცხადებს, რომ ინციდენტი უხეში დივერსიაა“, — ნათქვამია პრეს-რელიზში.

ამასთანავე იქვე დაზუსტებულია, რომ შემთხვევის ადგილზე მილსადენებთან ასაფეთქებელი ნივთიერების ნარჩენები და უცხო საგნების ფრაგმენტებია აღმოჩენილი.
შვედეთის პროკურატურის განცხადებით, მიმდინარე გამოძიებამ, რომელიც ძალიან რთული და ყოველმხრივია, დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი უნდა დაადგინოს.
ამასთან უწყება აცხადებს, რომ შვედ პროკურორს ამ დროისათვის მეტი ინფორმაციის გამჟღავნება არ შეუძლია და მასმედიასთან კომენტარს არ გააკეთებს.
რუსულ გაზსადენებზე — „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-სა და ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე აფეთქება 26 სექტემბერს მოხდა. გერმანია, დანია და შვედეთი იმთავითვე არ გამორიცხავდნენ, რომ მომხდარი მიზანმიმართული დივერსია იყო. კრემლში ინციდენტი საერთაშორის ტერორიზმად შეაფასეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას თქმით, აფეთქების ზონაში ნატოს სწავლებები მიმდინარეობდა ღრმაწყლოვანი აღჭურვილობის გამოყენებით. თავის მხრივ, დასავლეთში არ გამორიცხავენ, რომ დივერსიაში თავად რუსეთის ხელი ერიოს.
ყველა ახალი ამბავი
0