მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ავსტრალია რუსეთისგან MH17-ის ჩამოგდებაში დამნაშავეების გადაცემას მოითხოვს

  - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2022
გამოწერა
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ავსტრალია რუსეთისგან მოითხოვს, უზრუნველყოს აღმოსავლეთ უკრაინაში MH17-ის ჩამოგდებაში დამნაშავე რუსების ექსტრადიცია, განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა პენი ვონგმა.

„მოვუწოდებთ რუსეთს, გადმოგვცეს მსჯავრდებულები, რათა ისინი სასამართლოს წინაშე წარდგნენ საზარელი დანაშაულებისთვის. რუსეთის ფედერაციის მხრიდან არანაირი თავის არიდება თუ დეზინფორმაცია არ დაეხმარება მას ამ ფაქტის თავიდან აცილებაში“, – აღნიშნა ვონგმა.

მინისტრის აზრით, ექსტრადიციაზე უარის თქმით „რუსეთი მკვლელებს იცავს“, რაც მის პრეზიდენტზე „ცუდად მეტყველებს“.
რეისი MH17-ის ჩამოგდების საქმეზე სასამართლო პროცესი ნიდერლანდში 2020 წლის 9 მარტს დაიწყო. პროკურორები ოთხივე ბრალდებულის უვადო თავისუფლების აღკვეთას ითხოვდნენ.
ხუთშაბათს ჰააგის სასამართლომ რუსეთის მოქალაქეები იგორ გირკინი და სერგეი დუბინსკი, აგრეთვე უკრაინელი ლეონიდ ხარჩენკო დამნაშავედ ცნო 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინაში რეის MH17-ის ჩამოგდებაში და მისი 298 მგზავრის მკვლელობაში, რისთვისაც მათ დაუსწრებლად მიუსაჯა სამუდამო პატიმრობა.
ამასთან ჰააგის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო მეოთხე ბრალდებული, რუსი ოლეგ პულატოვი, და არ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა მისი ციხეში მოთავსების შესახებ. პულატოვი ასევე გათავისუფლდა კომპენსაციის სარჩელებზე პასუხისმგებლობისგან. დანარჩენებს, ჰოლანდიის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაღუპულთა ოჯახებისთვის ჯამში 16 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრათ.
სასამართლომ ასევე დადასტურებულად მიიჩნია, რომ რეისი MH17 რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ბუკით“ ჩამოაგდეს, რომელიც დონეცკის სოფელ პერვომაისკის მინდვრიდან ისროლეს. თუმცა, როგორც რუსული მედია წერს, სასამართლომ განაჩენის გამოტანის პროცესში „ბუკის“ МН17-სთვის სროლა პირდაპირ არ დაუკავშირა რუსეთს და მხოლოდ მოსაზრება გამოთქვა, რომ იმ პერიოდში დონეცკის რეგიონს რუსეთი აკონტროლებდა.
როგორც მანამდე განაცხადეს რუსეთი ფედერაციის საბჭოში, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოსალოდნელი იყო კიდეც, იურიდიულად ბათილია. რუსეთში ასევე მიაჩნიათ, რომ სასამართლო არაობიექტური იყო და ყოველივე, რაც მოხდა, მხოლოდ „ინფორმაციული პროვოკაციაა“.
მალაიზიური „ბოინგი“, რომელიც ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა MH17 რეისით, 2014 წლის 17 ივლისს ჩამოვარდა დონეცკის მახლობლად. ბორტზე 298 ადამიანი იმყოფებოდა, ყველა მათგანი დაიღუპა.
ყველა ახალი ამბავი
0