https://sputnik-georgia.com/20221118/alievma-zurabisvils-werili-gamougzavna-272289929.html
აზერბაიჯანის ლიდერმა საქართველოს პრეზიდენტს მისალოცი წერილი გამოუგზავნა
აზერბაიჯანის ლიდერმა საქართველოს პრეზიდენტს მისალოცი წერილი გამოუგზავნა
Sputnik საქართველო
პოლიტიკურმა დიალოგმა, რომელიც მუდმივად ფართოვდება, მძლავრი იმპულსი მისცა ორ ქვეყანას შორის ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის განვითარებას ყველა სფეროში, დაწერა... 18.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-18T19:36+0400
2022-11-18T19:36+0400
2022-11-18T22:11+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
აზერბაიჯანი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24458/36/244583675_0:211:2048:1364_1920x0_80_0_0_7799fe36a3d20336c4a6367dd4deeeae.jpg
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. აზერბაიჯანი–საქართველოს ურთიერთობებს უძველესი ტრადიციები აქვს, გასულ 30 წელიწადში ის ეფუძნება ურთიერთნდობას, ვითარდებოდა აღმავალი ხაზით და სტრატეგიული პარტნიორობის დონეს მიაღწია, ნათქვამია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მისალოც წერილში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისადმი, რომელიც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს ეძღვნება.წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ორი ხალხის ნება, რომლებიც ისტორიულად მეგობრულ, კეთილმეზობლურ პირობებში ცხოვრობდნენ და მხარს უჭერდნენ ერთმანეთს, დღეს აზერბაიჯანისა და საქართველოს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების საფუძველია.აზერბაიჯანისა და საქართველოს თანამშრომლობა ეკონომიკურ, კომერციულ, ენერგეტიკულ, სატრანსპორტო, ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორობას ახასიათებს. აზერბაიჯანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან ურთიერთობებს და მომავალში ამის გაღრმავებას აპირებს, ნათქვამია აზერბაიჯანის ლიდერის მისალოც წერილში.მისალოცი წერილი, თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილმაც გაუგზავნა თავის აზერბაიჯანელ კოლეგას.„ბევრს მივაღწიეთ“ – პრემიერი აზერბაიჯანს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს ულოცავს>>წერილში აღნიშნულია, რომ დღეს, როდესაც სტაბილურობასა და უსაფრთხოებას პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს, საქართველოსა და აზერბაიჯანს ამის განმტკიცებაში დიდი წვლილი შეაქვთ, ასევე ეკონომიკურ განვითარებაში არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონში, არამედ გლობალურ დონეზე.დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 1992 წლის 18 ნოემბერს დამყარდა.საქართველოს საელჩო აზერბაიჯანში ფუნქციონირებს 1995 წლის თებერვლიდან, ხოლო აზერბაიჯანის დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოში – 1996 წლის მარტიდან.ასევე 2010 წლიდან ბათუმში აზერბაიჯანის გენერალური საკონსულო მოქმედებს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24458/36/244583675_229:0:2048:1364_1920x0_80_0_0_c890f18dbae8e4aad5a556b98f43ec82.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, აზერბაიჯანი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, აზერბაიჯანი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი
აზერბაიჯანის ლიდერმა საქართველოს პრეზიდენტს მისალოცი წერილი გამოუგზავნა
19:36 18.11.2022 (განახლებულია: 22:11 18.11.2022) პოლიტიკურმა დიალოგმა, რომელიც მუდმივად ფართოვდება, მძლავრი იმპულსი მისცა ორ ქვეყანას შორის ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის განვითარებას ყველა სფეროში, დაწერა ალიევმა.
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. აზერბაიჯანი–საქართველოს ურთიერთობებს უძველესი ტრადიციები აქვს, გასულ 30 წელიწადში ის ეფუძნება ურთიერთნდობას, ვითარდებოდა აღმავალი ხაზით და სტრატეგიული პარტნიორობის დონეს მიაღწია, ნათქვამია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მისალოც წერილში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისადმი, რომელიც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს ეძღვნება.
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ორი ხალხის ნება, რომლებიც ისტორიულად მეგობრულ, კეთილმეზობლურ პირობებში ცხოვრობდნენ და მხარს უჭერდნენ ერთმანეთს, დღეს აზერბაიჯანისა და საქართველოს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების საფუძველია.
„ჩვენმა სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების მაღალმა დონემ, ასევე მუდმივად მზარდმა პოლიტიკურმა დიალოგმა ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის განვითარებას ყველა სფეროში მძლავრი იმპულსი მისცა, შექმნა ხელსაყრელი შესაძლებლობა დიდი მასშტაბის ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტების წარმატებით რეალიზაციისთვის“, – ნათქვამია ალიევის წერილში.
აზერბაიჯანისა და საქართველოს თანამშრომლობა ეკონომიკურ, კომერციულ, ენერგეტიკულ, სატრანსპორტო, ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორობას ახასიათებს. აზერბაიჯანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან ურთიერთობებს და მომავალში ამის გაღრმავებას აპირებს, ნათქვამია აზერბაიჯანის ლიდერის მისალოც წერილში.
მისალოცი წერილი, თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილმაც გაუგზავნა თავის აზერბაიჯანელ კოლეგას.
წერილში აღნიშნულია, რომ დღეს, როდესაც სტაბილურობასა და უსაფრთხოებას პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს, საქართველოსა და აზერბაიჯანს ამის განმტკიცებაში დიდი წვლილი შეაქვთ, ასევე ეკონომიკურ განვითარებაში არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონში, არამედ გლობალურ დონეზე.
„მრავალი სირთულის, რომელთაც საქართველო და აზერბაიჯანი აწყდებოდნენ დამოუკიდებლობის აღდგენამდე, ბუნებრივი შედეგია, რომ ეს ქვეყნები დარჩნენ არა მხოლოდ მეგობრულ ქვეყნებად, არამედ ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორობაში გადაიზარდა“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის წერილში.
დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 1992 წლის 18 ნოემბერს დამყარდა.
საქართველოს საელჩო აზერბაიჯანში ფუნქციონირებს 1995 წლის თებერვლიდან, ხოლო აზერბაიჯანის დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოში – 1996 წლის მარტიდან.
ასევე 2010 წლიდან ბათუმში აზერბაიჯანის გენერალური საკონსულო მოქმედებს.