საქართველოში 22 გრადუსამდე დათბება

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2022
გამოწერა
სინოპტიკოსები თბილისში უახლოეს დღეებში უნალექო და თბილ ამინდს ვარაუდობენ.
თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურა პლუს 22 გრადუსამდე მოიმატებს, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 18 ნოემბერს სითბოს ფონზე დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი. დაბლობში ჰაერი პლუს 13–18 გრადუსამდე გათბება.
მცირე ნალექია მოსალოდნელი ქვეყნის ცალკეულ რაიონებში შაბათს, 19 ნოემბერს. საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე 23 ნოემბრამდე ტემპერატურა 17–22 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსები თბილ და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერტურა პლუს 18–20 გრადუსამდე მოიმატებს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0