https://sputnik-georgia.com/20221117/ramdeni-xorbali-inaxeba-elevatorebsi-saqstatus-monacemebi-272266350.html
რამდენი ხორბალი ინახება ელევატორებში - „საქსტატის“ მონაცემები
რამდენი ხორბალი ინახება ელევატორებში - „საქსტატის“ მონაცემები
Sputnik საქართველო
2022 წლის მესამე კვარტალში ელევატორების მიერ გაყიდულია 84,8 მლნ ლარის ღირებულების 73,8 ათასი ტონა პროდუქცია. 17.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-17T20:05+0400
2022-11-17T20:05+0400
2022-11-17T22:18+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქსტატი
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23363/90/233639017_0:877:2018:2012_1920x0_80_0_0_9f74c29890f8765b1cc5e95a88da3b10.jpg
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოს მასშტაბით ელევატორებში ინახებოდა 156,3 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 71,3 პროცენტს წარმოადგენდა ხორბალი. ნათქვამია სასაკლაოების, ელევატორებისა და სამაცივრე მეურნეობების გამოკვლევის ძირითად შედეგებში, რომელიც სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა „საქსტატმა“ გამოაქვეყნა.2022 წლის მესამე კვარტალში საქართველოში 35 ელევატორი ფუნქციონირებდა.„საქსტატის“ ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ელევატორებში მოთავსებული პროდუქციის მთლიანი მოცულობის 93,5 პროცენტს ელევატორების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული პროდუქცია შეადგენდა.2022 წლის მესამე კვარტალში ელევატორების მიერ გაყიდულია 84,8 მლნ ლარის ღირებულების 73,8 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 40,1 პროცენტი იყო საკუთარი წარმოების.ელევატორების მიერ საკუთარი წარმოების პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის 88,9%.„საქსტატის“ ინფორმაციით, ამ პერიოდში მომუშავე ელევატორების უმრავლესობა ქვემო ქართლის (28,6%) რეგიონში იყო განთავსებული.ამას გარდა, ელევატორების 22,9% ფუნქციონირებს თბილისში, 14,3% – კახეთის რეგიონში, 11,4% – შიდა ქართლის რეგიონში, 8,6% – სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში, 5,7% – იმერეთის რეგიონში, 5,7% – გურიის რეგიონში და 2,9% – აჭარის რეგიონში.2022 წლის მესამე კვარტალში მომსახურება გაეწია 7 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 127 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა ერთ თვეში 536 კაცით განისაზღვრა.წყარო - საქსტატი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23363/90/233639017_0:534:2018:2048_1920x0_80_0_0_b23621d9a9a7d4bca1772a5194680aff.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა
რამდენი ხორბალი ინახება ელევატორებში - „საქსტატის“ მონაცემები
20:05 17.11.2022 (განახლებულია: 22:18 17.11.2022) 2022 წლის მესამე კვარტალში ელევატორების მიერ გაყიდულია 84,8 მლნ ლარის ღირებულების 73,8 ათასი ტონა პროდუქცია.
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოს მასშტაბით ელევატორებში ინახებოდა 156,3 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 71,3 პროცენტს წარმოადგენდა ხორბალი. ნათქვამია სასაკლაოების, ელევატორებისა და სამაცივრე მეურნეობების გამოკვლევის ძირითად შედეგებში, რომელიც სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა „საქსტატმა“ გამოაქვეყნა.
2022 წლის მესამე კვარტალში საქართველოში 35 ელევატორი ფუნქციონირებდა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ელევატორებში მოთავსებული პროდუქციის მთლიანი მოცულობის 93,5 პროცენტს ელევატორების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული პროდუქცია შეადგენდა.
2022 წლის მესამე კვარტალში ელევატორების მიერ გაყიდულია 84,8 მლნ ლარის ღირებულების 73,8 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 40,1 პროცენტი იყო საკუთარი წარმოების.
ელევატორების მიერ საკუთარი წარმოების პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის 88,9%.
„საქსტატის“ ინფორმაციით, ამ პერიოდში მომუშავე ელევატორების უმრავლესობა ქვემო ქართლის (28,6%) რეგიონში იყო განთავსებული.
ამას გარდა, ელევატორების 22,9% ფუნქციონირებს თბილისში, 14,3% – კახეთის რეგიონში, 11,4% – შიდა ქართლის რეგიონში, 8,6% – სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში, 5,7% – იმერეთის რეგიონში, 5,7% – გურიის რეგიონში და 2,9% – აჭარის რეგიონში.
2022 წლის მესამე კვარტალში მომსახურება გაეწია 7 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 127 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა ერთ თვეში 536 კაცით განისაზღვრა.