მთაწმინდის პარკში საახალწლო ბაზრობა გაიმართება

© photo: Sputnik / Viktor Kaminskyსაახალწლო ბაზრობა
საახალწლო ბაზრობა - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2022
გამოწერა
ორგანიზატორები სტუმრებს საახალწლოდ მორთულ ჯადოსნურ გარემოს და უამრავ ნუგბარს ჰპირდებიან.
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. მთაწმინდის პარკში 17 და 18 დეკემბერს საახალწლო ბაზრობა გაიმართება.
ღონისძიება გაიმართება მთავარ მოედანზე, სადაც სტუმრები სხვადასხვა საახალწლო საჩუქრების, თემატური სუვენირების, სადღესასწაულო აქსესუარების და ტკბილეულის შეძენას შეძლებენ.
საახალწლო ატმოსფეროს მოყვარულებს საშობაო სიმღერების ფონზე გაათბობს ცხელი გლინტვეინი, ასევე ისინი ჩურჩხელების და სხვა ტკბილეულის დაგემოვნებას შეძლებენ.
ყველა ახალი ამბავი
0