ვიცე-სპიკერი: საზოგადოების დაკვეთა ზომიერი პარტიებია

© courtesy of Levan Ioselianiლევან იოსელიანი
ლევან იოსელიანი - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2022
გამოწერა
„ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ ძალაუფლებისთვის იბრძვიან და არა ქვეყნის განვითარებისთვის, მიაჩნია ლევან იოსელიანს.
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. ქართულ საზოგადოებას სჭირდება ზომიერი პარტიები, რომლებიც ქვეყანაში უკეთესობისთვის იბრძვიან, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

„საზოგადოებაში არის დაკვეთა ზომიერ პარტიებზე, რომლებიც მარტო ძალაუფლებისთვის არ იბრძვიან. ძალაუფლებისთვის ბრძოლა ხშირად იწვევს იმ ტიპის ცვლილებას, რომელიც სცილდება ხალხის ინტერესებს“, – განაცხადა იოსელიანმა.

მისი თქმით, ასეთია ორი დიდი და ერთმანეთის კონკურენტი პარტია – მმართველი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
„თუ ბრძოლა იქნება დამაჯერებელი, შენი ამომრჩეველი ძალაუფლებას მოგცემს, ალბათ, უფრო დოზირებულად, და არა ისე, როგორც ეს ამ ქვეყანაში ხდებოდა ხოლმე“, – განაცხადა იოსელიანმა.
მისი თქმით, დასრულდა ის დრო, როდესაც ერთ დღეს შეიძლება ყველაფერი წააგო ან ყველაფერი მოიგო.
ყველა ახალი ამბავი
0