https://sputnik-georgia.com/20221117/deputati-deoligarqizaciis-shesaxeb-kanoni-konkretul-pirs-ver-moergeba-272247358.html
დეპუტატი: „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი არ შეიძლება კონკრეტულ პირზე იყოს მორგებული
დეპუტატი: „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი არ შეიძლება კონკრეტულ პირზე იყოს მორგებული
Sputnik საქართველო
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის პოზიცია ოლივერ ვარჰეიმ საქართველოში ვიზიტისას დააფიქსირა. 17.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-17T10:49+0400
2022-11-17T10:49+0400
2022-11-17T16:11+0400
საქართველო
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტი
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264698214_0:0:3140:1767_1920x0_80_0_0_d491d3a54b33dac50ce8a8ea4d7641b9.jpg
თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ სწორი პოზიცია „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.დეოლიგარქიზაცია 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს. როგორც ვარჰეიმ საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, ევროკომისია მხოლოდ საკანონმდებლო ბაზის შექმნას ითხოვს და არა რომელიმე კონკრეტული პირის წინააღმდეგ ბრძოლას. თუმცა, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საქართველოში ერთადერთი ოლიგარქი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია.მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა უკრაინული კანონის ანალოგი, რომელსაც ევროკავშირის მხრიდან დადებითი შეფასება აქვს მიღებული.„ჩვენ მოვიძიეთ ერთადერთი ანალოგი მსოფლიოში, ეს იყო უკრაინის ანალოგი, რომელზეც ევროკავშირმა თავად თქვა, რომ უკრაინის კანონმდებლობა არის კარგი და მისი დანერგვისკენ მოუწოდა. ჩვენ იგი გადმოვიტანეთ, ავიღეთ საბაზისო პრინციპად და მივუსადაგეთ საქართველოს რეალობას“, – განაცხადა დეპუტატმა.ოპოზიციამ მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა და განაცხადა, რომ უკრაინული კანონი კარგია იმით, რომ იგი უკრაინის რეალობასთან არის ადაპტირებული, საქართველოს კი სჭირდება კანონი, რომელიც გაითვალისწინებს ქართულ რეალობას.საქართველოს პარლამენტმა კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ შესწორებებით მიიღო>>>„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ოპოზიციის პროტესტს იმით ხსნიან, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში იგი შეეხება არა პოლიტიკიდან წასულ (2021 წლის იანვარში - რედ.) ივანიშვილს, არამედ ზოგიერთ ოპოზიციონერს.მმართველ პარტიაში ოლიგარქებს უწოდებენ ოპოზიციის წარმომადგენლებს – პარტია „ლელოს" ლიდერებს, ყოფილ ბანკირებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დამაარსებელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პარტია „პროგრესი და სამართლიანობის“ ლიდერ კახა ოქრიაშვილს, ასევე საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ამჟამად ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულის" მფლობელ დავით კეზერაშვილს, რომელიც შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264698214_338:28:2939:1979_1920x0_80_0_0_eeedabe76e7af0697b7d556ee7760598.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
დეპუტატი: „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი არ შეიძლება კონკრეტულ პირზე იყოს მორგებული
10:49 17.11.2022 (განახლებულია: 16:11 17.11.2022) აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის პოზიცია ოლივერ ვარჰეიმ საქართველოში ვიზიტისას დააფიქსირა.
თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ სწორი პოზიცია „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.
დეოლიგარქიზაცია 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს. როგორც ვარჰეიმ საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, ევროკომისია მხოლოდ საკანონმდებლო ბაზის შექმნას ითხოვს და არა რომელიმე კონკრეტული პირის წინააღმდეგ ბრძოლას. თუმცა, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საქართველოში ერთადერთი ოლიგარქი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია.
„ვარჰეიმ ზუსტად ის განაცხადა, რაზეც ჩვენ ამდენი ხანი ვსაუბრობდით – რომ ეს კანონი კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე არ ვრცელდება, რადგანაც დასავლურ დემოკრატიულ სამყაროში ვერც ერთი კანონმდებლობა ვერ ეგუება კონკრეტულ სახელებსა და გვარებს“, – განაცხადა სამხარაძემ.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა უკრაინული კანონის ანალოგი, რომელსაც ევროკავშირის მხრიდან დადებითი შეფასება აქვს მიღებული.
„ჩვენ მოვიძიეთ ერთადერთი ანალოგი მსოფლიოში, ეს იყო უკრაინის ანალოგი, რომელზეც ევროკავშირმა თავად თქვა, რომ უკრაინის კანონმდებლობა არის კარგი და მისი დანერგვისკენ მოუწოდა. ჩვენ იგი გადმოვიტანეთ, ავიღეთ საბაზისო პრინციპად და მივუსადაგეთ საქართველოს რეალობას“, – განაცხადა დეპუტატმა.
ოპოზიციამ მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა და განაცხადა, რომ უკრაინული კანონი კარგია იმით, რომ იგი უკრაინის რეალობასთან არის ადაპტირებული, საქართველოს კი სჭირდება კანონი, რომელიც გაითვალისწინებს ქართულ რეალობას.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ოპოზიციის პროტესტს იმით ხსნიან, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში იგი შეეხება არა პოლიტიკიდან წასულ (2021 წლის იანვარში - რედ.) ივანიშვილს, არამედ ზოგიერთ ოპოზიციონერს.
მმართველ პარტიაში ოლიგარქებს უწოდებენ ოპოზიციის წარმომადგენლებს – პარტია „ლელოს" ლიდერებს, ყოფილ ბანკირებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დამაარსებელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პარტია „პროგრესი და სამართლიანობის“ ლიდერ კახა ოქრიაშვილს, ასევე საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ამჟამად ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულის" მფლობელ დავით კეზერაშვილს, რომელიც შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია.