მოსაზრება: დასავლეთმა უკრაინული კრიზისიდან გამოსავალი იპოვა

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2022
გამოწერა
დავიდ ნარმანია
პოლონეთში რაკეტების ჩავარდნის ინციდენტმა გამოკვეთა დასავლეთის ხედვა უკრაინული კრიზისის მოგვარებისა – თუ ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხება ვერ მოხერხდება.
სამშაბათს, საღამოს კიევის ხელისუფლება და მათი მოკავშირეები შეუდგნენ, მათივე თქმით, სპეცოპერაციის დაწყებიდან ყველაზე მძლავრი სარაკეტო დარტყმის შეჯამებას და დაასკვნეს, რომ რუსულმა ჯარმა მოახერხა არა მხოლოდ განადგურების ზღვარზე მიეყვანა ფართობით მეორე ევროპული ქვეყნის ენერგოსისტემა, არამედ დააზიანა სტრატეგიული მიზანი მის ფარგლებს გარეთ – პოლონური ტრაქტორი სოფელ პრჟევოდუვთან, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია ჯერ ადგილობრივმა გამოცემებმა გაავრცელეს. ამის შემდეგ პოლონეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კონსულტაციებს აწარმოებდა ნატოს მოკავშირეებთან ალიანსის ძირითადი ხელშეკრულების მეოთხე მუხლის გამოყენებაზე, რომელიც ითვალისწინებს კონსულტაციებს იმ შემთხვევაში, თუ ალიანსის რომელიმე წევრი სახელმწიფო ჩათვლის, რომ საფრთხე ემუქრება.
ამასთან, პირდაპირ ბრალდებას მოსკოვის მისამართით ვარშავამ თავი აარიდა და შემოიფარგლა მოკლე ფორმულირებით, რომლის თანახმად, პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა რუსული წარმოების იყო. თუმცა რუსეთის ელჩი სერგეი ანდრეევი მაინც დაიბარეს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
კიევსა და ბალტიისპირეთში კი დამნაშავედ მაშინვე რუსეთი გამოაცხადეს.
ოთხშაბათის დილით უკვე გასაგები იყო, რომ პოლონეთში ჩავარდნილი რაკეტა მესამე მსოფლიო ომის მიზეზი არ გახდებოდა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ნაკლებ სავარაუდო იყო, რაკეტა რუსეთის ტერიტორიიდან ესროლათ. იგივე მოსაზრება დააფიქსირა თურქეთის პრემიერმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ კი აღნიშნა: არ არსებობს არავითარი საფუძველი ვარაუდისა, რომ სროლა გამეორდება.
მეტიც, ვარშავაში განაცხადეს, რომ მეოთხე მუხლის გამოყენების აუცილებლობას ვერ ხედავენ.
ზელენსკიც უფრო ფრთხილ შეფასებებზე გადავიდა:

„ეჭვი არ მეპარება, რომ რაკეტა, რომელიც პოლონეთში აფეთქდა, უკრაინული არ იყო, – აღნიშნა მან. – ეჭვი არ შემაქვს სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაურისა და მთავარსარდალ ზალუჟნის მიერ პირადად ჩემთვის წარმოდგენილ მოხსენებაში, რომ ეს ჩვენი რაკეტა და ჩვენი სარაკეტო დარტყმა არ ყოფილა. არ მაქვს მიზეზი, მათ არ ვენდო“.

აღსანიშნავია, რომ როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა დუდამ ინციდენტის გამოძიებაზე საუბრისას განაცხადა, ეს არის ერთობლივი პროცედურა, რომელსაც ვარშავა და ვაშინგტონი ატარებენ.
„თუ ვინმე უნდა დაიშვას ამ საქმეზე, ამისათვის საჭიროა ორმხრივი შეთანხმება“, – აღნიშნა მან.
ამჯერად, როგორც ჩანს, მოვლენები შემთხვევით განვითარდა, მაგრამ ანალოგიური პროვოკაციის მოწყობასა და ესკალაციის გამოწვევის მცდელობას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება. ამ შემთხვევაში აშშ ხელოვნურად აღმოჩნდება მდგომარეობაში, რომლიდანაც ორივე გამოსავალი, ერთი შეხედვით, ერთი მეორეზე უარესია: იმოქმედონ ნატოს წესდების არა მეოთხე, არამედ მეხუთე მუხლით, ან გადახედონ ალიანსის მუშაობის პრინციპებს. სხვა სიტყვებით, არჩევანის გაკეთება მოუწევთ ბირთვულ სახელმწიფოსთან პირდაპირ კონფლიქტში ჩაბმასა და უსაფრთხოების მთელი სისტემის ქვაკუთხედის რღვევას შორის.
თუმცა მესამე ვარიანტიც დარჩება: კონფლიქტის გადაჭრის დიპლომატიური გზების გამონახვა მის დაწყებამდე, როგორც კი casus belli წარმოიქმნება. დასავლეთში ხომ სჯერათ, რომ დაპირისპირების საფრთხე რუსეთს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას აიძულებს.
მსგავსი ფორმატი, როდესაც კრემლი საკითხებს სწორედ თეთრ სახლთან ერთად გადაწყვეტს, უფრო გააზრებულია, ვიდრე დიპლომატიის თამაში კიევთან. მაგრამ ის არ იმუშავებს, თუ ვაშინგტონი კომპრომისების ძიებისთვის არ იქნება მზად.
უკრაინელების ადგილზე გონივრული იქნებოდა კითხვის დასმა – რა მოუვა უკრაინას ამ მომენტისთვის? რა დარჩება მისგან? დასავლელმა პარტნიორებმა უკვე აღნიშნეს, რომ, მართალია, რაკეტები რუსეთს არ უსვრია, მაგრამ პასუხისმგებელი მაინც ისაა. და რაც უფრო დიდხანს ინარჩუნებენ ამ პოზიციას ვაშინგტონი და ბრიუსელი, მით უფრო დიდხანს დარჩება უკრაინა ნატოს შეიარაღების გამოცდის პოლიგონად.
ამ ვითარებაში ერთი სუსტი წერტილიცაა: პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში ამერიკულ სატელიტებს მსგავსი პროვოკაციის ორგანიზება ვაშინგტონის თანხმობის გარეშეც შეუძლიათ. ასეთ დროს კი ვაშინგტონის საყვარელი „კონტროლირებადი ქაოსის“ გაკონტროლება სულ უფრო რთულდება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0