https://sputnik-georgia.com/20221117/caslili-viziti-tripolisi-272254818.html
ჩაშლილი ვიზიტი: მინისტრმა თვითმფრინავიდან ჩამოსვლაზე უარი თქვა და უკან გაბრუნდა
ჩაშლილი ვიზიტი: მინისტრმა თვითმფრინავიდან ჩამოსვლაზე უარი თქვა და უკან გაბრუნდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს დენდიასმა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში, უარი თქვა... 17.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-17T14:12+0400
2022-11-17T14:12+0400
2023-07-20T15:48+0400
მსოფლიო დღეს
საბერძნეთი
ლიბია
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/12/264574232_0:94:3269:1933_1920x0_80_0_0_d8a89fd593d0ab75ead334563453ef2a.jpg
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს დენდიასმა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში, უარი თქვა თვითმფრინავიდან გადმოსვლაზე და უკან გაბრუნდა, იუწყება ლიბიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.საგარეო უწყების ცნობით, „მიუხედავად ათენის დაუბალანსებელი განცხადებებისა ლიბიის სუვერენიტეტთან დაკავშირებით“, ტრიპოლი დაეთანხმა დენდიასის ვიზიტს. შესაბამისად, ბერძენ მინისტრს აეროპორტში ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრი ნაჯლა მანკუში პირადად ელოდებოდა.როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, ისინი გმობენ მსგავს ქცევას და შესაბამის ზომებს მიიღებენ.დაგეგმილი იყო, რომ ნიკოს დენდიასი ხუთშაბათს უნდა სწვეოდა აღმოსავლეთ ლიბიას, სადაც წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან აკილა სალეჰთან და ლიბიის სხვა ოფიციალურ პირებთან უნდა გაემართა შეხვედრები თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ.მანამდე დენდიასი აცხადებდა, რომ საბერძნეთსა და ლიბიას შორის ექსკლუზიური ეკონომიკური ზონების დელიმიტირებას აპირებდა, როგორც კი ლიბიაში არჩეული მთავრობა გაჩნდებოდა.აღსანიშნავია, რომ საბერძნეთი არ ცნობს ტრიპოლის მთავრობასთან თურქეთის მიერ 2019 წლის ნოემბერში გაფორმებულ მემორანდუმს სამხედრო სფეროში თანამშრომლობისა და საზღვაო ზონებში ურთიერთგაგების შესახებ.ეს მემორანდუმი გახდა დიპლომატიური დავის მიზეზი. თურქეთმა გამოაქვეყნა საზღვაო ზონების რუკა „თურქეთ-ლიბიური მემორანდუმის გათვალისწინებით“, რომლის მიხედვითაც წყლების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც საბერძნეთი თავის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონად მიიჩნევს, თურქეთს მიეკუთვნება.თავის მხრივ, საბერძნეთმა 2020 წელს იტალიასა და ეგვიპტესთან საზღვაო ზონების დელიმიტაციის შესახებ შეთანხმებები გააფორმა. ეგვიპტესთან შეთანხმება ასევე მოიცავს თურქეთ-ლიბიის მემორანდუმში განსაზღვრულ ზონებს.
საბერძნეთი
ლიბია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/12/264574232_343:0:3074:2048_1920x0_80_0_0_3677d9d88347c169755f4563c8540d60.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საბერძნეთი , ლიბია, მსოფლიოს ახალი ამბები
საბერძნეთი , ლიბია, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს დენდიასმა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში, უარი თქვა თვითმფრინავიდან გადმოსვლაზე და უკან გაბრუნდა, იუწყება ლიბიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
საგარეო უწყების ცნობით, „მიუხედავად ათენის დაუბალანსებელი განცხადებებისა ლიბიის სუვერენიტეტთან დაკავშირებით“, ტრიპოლი დაეთანხმა დენდიასის ვიზიტს. შესაბამისად, ბერძენ მინისტრს აეროპორტში ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრი ნაჯლა მანკუში პირადად ელოდებოდა.
„მაგრამ მოხდა მოულოდნელი და აღმაშფოთებელი რამ: მინისტრმა უარი თქვა თვითმფრინავის დატოვებაზე და მიზეზების ახსნის გარეშე დაბრუნდა იქ, საიდანაც ჩამოფრინდა“, — ნათქვამია ლიბიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, ისინი გმობენ მსგავს ქცევას და შესაბამის ზომებს მიიღებენ.
დაგეგმილი იყო, რომ ნიკოს დენდიასი ხუთშაბათს უნდა სწვეოდა აღმოსავლეთ ლიბიას, სადაც წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან აკილა სალეჰთან და ლიბიის სხვა ოფიციალურ პირებთან უნდა გაემართა შეხვედრები თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ.
მანამდე დენდიასი აცხადებდა, რომ საბერძნეთსა და ლიბიას შორის ექსკლუზიური ეკონომიკური ზონების დელიმიტირებას აპირებდა, როგორც კი ლიბიაში არჩეული მთავრობა გაჩნდებოდა.
აღსანიშნავია, რომ საბერძნეთი არ ცნობს ტრიპოლის მთავრობასთან თურქეთის მიერ 2019 წლის ნოემბერში გაფორმებულ მემორანდუმს სამხედრო სფეროში თანამშრომლობისა და საზღვაო ზონებში ურთიერთგაგების შესახებ.
ეს მემორანდუმი გახდა დიპლომატიური დავის მიზეზი. თურქეთმა გამოაქვეყნა საზღვაო ზონების რუკა „თურქეთ-ლიბიური მემორანდუმის გათვალისწინებით“, რომლის მიხედვითაც წყლების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც საბერძნეთი თავის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონად მიიჩნევს, თურქეთს მიეკუთვნება.
თავის მხრივ, საბერძნეთმა 2020 წელს იტალიასა და ეგვიპტესთან საზღვაო ზონების დელიმიტაციის შესახებ შეთანხმებები გააფორმა. ეგვიპტესთან შეთანხმება ასევე მოიცავს თურქეთ-ლიბიის მემორანდუმში განსაზღვრულ ზონებს.