მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„ეს მტკიცებულება არ არის“: ბაიდენი ზელენსკის არ ეთანხმება

© AP Photo / Susan Walsh
  - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2022
გამოწერა
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არ ეთანხმება ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებს, რომ პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტები უკრაინული არ ყოფილა, იუწყება Reuters.
როგორც ბაიდენმა განუცხადა ჟურნალისტებს შესაბამის კითხვაზე პასუხად, ზელენსკის განცხადება „მტკიცებულება არ არის“.
როგორც მანამდე ამბობდა უკრაინის პრეზიდენტი, მას ეჭვიც არ ეპარება იმაში, რომ პრჟევოდუვში რაკეტების ჩამოვარდნასთან უკრაინას არანაირი კავშირი არ აქვს. მან მიმდინარე გამოძიებაში უკრაინის ჩართვა მოითხოვა და აღნიშნა, რომ „მტკიცებულებების ხილვა სურს“.
„ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს ჩვენი რაკეტები არ ყოფილა. მიმაჩნია, რომ ეს რუსული რაკეტები იყო, რასაც ჩვენი სამხედრო ცნობებიც მოწმობს“, — განაცხადა ზელენსკიმ ბრიფინგზე.
პოლონურმა მედიამ 15 ნოემბრის საღამოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე, ლუბლინის სავოევოდოში, რომელიც უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს, ორი რაკეტა ჩამოვარდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. 16 ნოემბრის დილით აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც ინდონეზიაში იმყოფებოდა „დიდი ოცეულის“ სამიტზე, G7-ის და ნატოს ქვეყნების ლიდერების საგანგებო შეხვედრა მოიწვია, რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ სამიტზე. როგორც შეხვედრის შემდეგ განაცხადა ბაიდენმა, წინასწარი ინფორმაცია არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტები რუსეთიდან იყო გაშვებული.
წყარო: Reuters
ყველა ახალი ამბავი
0