https://sputnik-georgia.com/20221116/zaxarovas-komentari-reparaciebze-272226868.html
ზახაროვა: რეპარაციების შესახებ რეზოლუცია ბათილია სამართლებრივი თვალსაზრისით
ზახაროვა: რეპარაციების შესახებ რეზოლუცია ბათილია სამართლებრივი თვალსაზრისით
Sputnik საქართველო
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია არის ანტირუსული ხასიათის და ამავდროულად ბათილია საერთაშორისო სამართლის... 16.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-16T12:25+0400
2022-11-16T12:25+0400
2023-07-20T15:55+0400
რუსეთი
გაეროს გენერალური ასამბლეა
გაერო
პოლიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0e/250611167_0:192:3149:1963_1920x0_80_0_0_1b500fba91ad8168d4934c09928159d8.jpg
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია არის ანტირუსული ხასიათის და ამავდროულად ბათილია საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.საგარეო უწყების პრეს-სპიკერის თქმით, გაეროში კენჭისყრის შედეგები ძალზე მეტყველი ფაქტია, ვინაიდან რეზოლუციის პროექტს „იმაზე ნაკლები მხარდამჭერი ჰყავდა, ვიდრე სხვა რომელიმე ანტირუსულ რეზოლუციას ჰყოლია“.„წევრი ქვეყნების ნახევარზე მეტმა უარი თქვა დოკუმენტის მხარდაჭერაზე. მათგან 73-მა თავი შეიკავა, ხოლო 12-მა საერთოდ არ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში“, — ამბობს ზახაროვა.გაეროს გენასამბლეამ ორშაბათს ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუციის პროექტი, რომელიც „უკრაინაში ან მის წინააღმდეგ რუსეთის საერთაშორისოდ უკანონო მოქმედებების შედეგად“ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს. კრემლში აცხადებენ, რომ ეს იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტი არ არის.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0e/250611167_267:0:2998:2048_1920x0_80_0_0_3a443638bd4cbbe14282b280567b140b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, გაეროს გენერალური ასამბლეა, გაერო, პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, გაეროს გენერალური ასამბლეა, გაერო, პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია არის ანტირუსული ხასიათის და ამავდროულად ბათილია საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
„გარდა მისი ღიად ანტირუსული ხასიათისა, მიღებული რეზოლუცია ბათილია საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, რადგან გენერალურ ასამბლეას არ გააჩნია არც უფლებამოსილება და არც კომპეტენცია, გადაჭრას მსგავსი საკითხები, ისევე, როგორც არ აქვს აგრესიის ფაქტის დადგენისა და ამაში რომელიმე მხარის დადანაშაულების უფლება. ეს ყველაფერი გაეროს უშიშროების საბჭოს პრეროგატივაა“, — განაცხადა ზახაროვამ. მისი ეს კომენტარი საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
საგარეო უწყების პრეს-სპიკერის თქმით, გაეროში კენჭისყრის შედეგები ძალზე მეტყველი ფაქტია, ვინაიდან რეზოლუციის პროექტს „იმაზე ნაკლები მხარდამჭერი ჰყავდა, ვიდრე სხვა რომელიმე ანტირუსულ რეზოლუციას ჰყოლია“.
„წევრი ქვეყნების ნახევარზე მეტმა უარი თქვა დოკუმენტის მხარდაჭერაზე. მათგან 73-მა თავი შეიკავა, ხოლო 12-მა საერთოდ არ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში“, — ამბობს ზახაროვა.
გაეროს გენასამბლეამ ორშაბათს ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუციის პროექტი, რომელიც „უკრაინაში ან მის წინააღმდეგ რუსეთის საერთაშორისოდ უკანონო მოქმედებების შედეგად“ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს. კრემლში აცხადებენ, რომ ეს იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტი არ არის.