მოსაზრება: ვაშინგტონი კიევს მოლაპარაკებებისკენ მიერეკება

  - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2022
გამოწერა
ვიქტორია ნიკიფოროვა
გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემა Politico-მ კიევის უმაღლეს ეშელონებში ღელვა შენიშნა. უკრაინელი პოლიტიკოსები შეაშფოთა შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის, გენერალ მარკ მილის რამდენიმე რეპლიკამ.
ნიუ-იორკის ეკონომიკური კლუბის სხდომაზე გამოსვლისას მილიმ აღნიშნა, რომ სამხედრო გზით უკრაინა ალბათ ვერ გაიმარჯვებს, ზამთარი კი რუსეთთან მოლაპარაკების ხელსაყრელი დრო შეიძლება იყოს.
Politico-ს ჟურნალისტებმა ამ თემაზე სახელმწიფო დეპარტამენტსა და თავდაცვის სამინისტროში თავიანთი წყაროები გამოკითხეს და ბევრი საინტერესო რამ შეიტყვეს. ბენ ჰოჯესის მსგავსი „ქორები“, რომლებიც ამტკიცებენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები წუთი-წუთზე აიღებენ მელიტოპოლსა და მარიუპოლს, ზამთარში კი ყირიმისკენ დაიძვრებიან, ამერიკის უმაღლეს ეშელონებში პრაქტიკულად აღარ დარჩნენ.
მოქმედი ამერიკელი სამხედროები უკრაინისგან არავითარ ტრიუმფებს არ ელოდებიან. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებმა Politico-ს განუმარტეს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაუჭირდებათ რუსეთის თავდაცვითი ხაზის გარღვევა. მათი აზრით, დნეპრის მეორე ნაპირზე გადასვლა - უკრაინული ჯარისთვის მეტად რთული მანევრია, რომელიც დიდ მსხვერპლს მოითხოვს. თანაც ფაქტი არ არის, რომ გამოუვათ.
ჯერჯერობით კიევს ყველაფერს ჰპირდებიან, მაგრამ ნათელია, ვაშინგტონში ყალიბდება კონსენსუსი, რომ უკრაინელებს რუსეთთან მოლაპარაკებისკენ უნდა უბიძგონ.
კიევიდან არაერთი უარყოფა გაისმა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ პირადი საქმეებიც კი გადადო და განაცხადა, რომ „უკრაინელი სამხედროები არ მიიღებენ არავითარ მოლაპარაკებებს, შეთანხმებებსა თუ კომპრომისულ გადაწყვეტილებებს“, თუ რუსეთი „ყველა მიტაცებულ ტერიტორიას“ არ დატოვებს.
თუმცა ჯეიკ სალივანი საგანგებოდ ჩაფრინდა კიევში, რათა ზელენსკისგან მოეთხოვა მეტი რეალისტურობა მოთხოვნების წამოყენებისას.
თემაზე კომენტარი უკრაინის პრეზიდენტმაც გააკეთა. მან მოუწოდა G20-ის სახელმწიფოთა ხელმძღვანელებს, რომლებიც ბალიზე შეიკრიბნენ, „არ ეთხოვათ უკრაინისთვის კომპრომისზე წასვლა“. მაგრამ ზელენსკის კარგად არ ესმის მომენტის სიმწვავე. სინამდვილეში მას არავინ არაფერს ეკითხება. პატრონები უბრალოდ მსჯელობენ, როდის და როგორ გამოიყენონ ის რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის. როდესაც შეთანხმდებიან, ყველაფერს ისე გააკეთებენ, როგორც უნდათ, ზელენსკის არ ჰკითხავენ.
ამერიკის მმართველმა წრეებმა გააცნობიერეს, რომ უკრაინა ტოქსიკურ აქტივად ყალიბდება და უმჯობესია მისი თავიდან მოშორება. მით უფრო, რომ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მქონე რესპუბლიკელები ითხოვენ უკრაინისთვის თანხების გამოყოფის შეწყვეტას.
ოქროს წვიმა, რომელიც უკრაინაში მოდის, ამოიწურება. დარჩება გაპარტახებული ქვეყანა გაძარცული ხაზინით. და ვინ აღადგენს მას?
რესპუბლიკელები ევროპას უკვე მიანიშნებენ, რომ დროა უკრაინის რჩენა თავიანთ თავზე აიღონ. ევროპელები ჯიუტობენ. ვაჭრობა შეიძლება გაიწელოს. გაჩნდა მოსაზრება, უკრაინას რუსეთისგან მოპარული ოქროს სავალუტო რეზერვები გადასცენ. მაგრამ ფაქტი არ არის, რომ ქურდები ნაძარცვის გაყოფას მოინდომებენ.
მაშინ კი ზელენსკი დარჩება გაღარიბებული ხალხის პირისპირ, რომელსაც ვერც ხელფასებს გადაუხდის, ვერც პენსიებს. პრეტენზიები გაუჩნდებათ უკრაინელ სამხედროებს, რომლებისთვისაც სულით ხორცამდე მიუღებელია მოლაპარაკების თემა.
მოლაპარაკების თემა - უკრაინული საზოგადოებისთვის მეტად მტკივნეული საკითხია. კონფლიქტის შეჩერებაც - ადამიანების გამოფხიზლების საშინელი მომენტია. უკრაინელებს მოუწევთ, სიმართლეს თვალი გაუსწორონ.
პარადოქსულია, მაგრამ კონფლიქტის პროცესში რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს უახლოვდებიან. მოლაპარაკების თემა რუსეთშიც ფეთქებადსაშიშია. ადამიანებს ეშინიათ, ყველაფერში „ღალატს, შიშსა და ტყუილს“ ხედავენ. ადამიანების უმრავლესობა უბრალოდ პანიკაშია. ისინი საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომის მსხვერპლი არიან, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ თავიანთი საქმის პროფესიონალები აწარმოებენ.
სტრესის დროს ადამიანი მხოლოდ ერთ პრობლემას აღიქვამს, რომელიც მის თვალში უსაზღვროდ იზრდება. ასე აღიქვამს დღეს ბევრი უკრაინას. მაგრამ დიდი ხანია ცნობილია, რომ უკრაინა არის მხოლოდ ერთ-ერთი ფრონტი, რომელიც აშშ-მა და ნატომ რუსეთის წინააღმდეგ გახსნეს. რუსეთს მსოფლიოში ყველაზე გრძელი სახელმწიფო საზღვარი აქვს - 60 ათასი კილომეტრი. სამხედრო კონფლიქტის გაღვივება ყველგან შეუძლიათ - კავკასიაშიც, შუა აზიაშიც. შორეულ აღმოსავლეთს იაპონია უმიზნებს. არქტიკის თაობაზეც კითხვები აქვთ. შვედეთი და ფინეთი ნატოში შედიან.
რით იომებს რუსეთი სხვა მონაკვეთებზე, თუ ყველაფერს, რაც გააჩნია, უკრაინაში გადაისვრის? პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირება სულ მცირე ათი წელი გაჭიანურდება და რუსეთი ნებისმიერი მოულოდნელობისთვის უნდა იყოს მზად. ნიკოლაი პატრუშევი ფიქრობს, რომ საჭიროა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების მობილიზება ცენტრალურ ფედერალურ ოლქში. ეს რუსეთის გულია და მას დღეს საფრთხე ემუქრება.
დასავლეთს უკრაინა არ სჭირდება, მას რუსეთი სჭირდება, რათა დაასუსტოს, დაანაწევროს და გაანადგუროს.
ამ მასშტაბურ დაპირისპირებაში რუსეთი თავად უნდა გადარჩეს: გადაარჩინოს ეკონომიკა, ხალხი, უზრუნველყოს მათი შესაშური ცხოვრება. მხოლოდ ასე შეინარჩუნებს ქვეყანას და არ გაიმეორებს სსრკ-ის ბედს.
და თუ საჭირო იქნება, გამართოს მოლაპარაკებებიც, რაც თანამედროვე ომის ერთ-ერთი ეტაპია.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0