https://sputnik-georgia.com/20221116/ungretis-premierma-milsadensi-navtobis-gatarebis-sewyvetis-gamo-usisroebis-sabwo-moiwvia-272218806.html
უნგრეთის პრემიერმა მილსადენში ნავთობის გატარების შეწყვეტის გამო უშიშროების საბჭო მოიწვია
უნგრეთის პრემიერმა მილსადენში ნავთობის გატარების შეწყვეტის გამო უშიშროების საბჭო მოიწვია
Sputnik საქართველო
ოფიციალური ვერსიით, ნავთობის გატარება მილებში ძაბვის ვარდნის გამო შეჩერდა 16.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-16T00:06+0400
2022-11-16T00:06+0400
2023-07-20T15:55+0400
მსოფლიო დღეს
უნგრეთი
პოლონეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/1a/268876636_0:27:2741:1569_1920x0_80_0_0_5b75c8f5115c32fb2b120b7b65c6701e.jpg
თბილისი, 15 ნოემბერი - Sputnik. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სამშაბათს საღამოს „დრუჟბას“ ნავთობსადენის გაჩერების გამო უშიშროების საბჭოს იწვევს, განაცხადა მთავრობის პრესმდივანმა ზოლტან კოვაჩმა. მის სიტყვებს „რია ნოვოსტი“ ციტირებს.მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია „ტრანსნეფტს“ ეცნობა, რომ ძაბვის ვარდნის გამო ნავთობსადენში ნავთობის გატარება უნგრეთის მიმართულებით შეჩერებულია.მანამდე რადიოსადგურ ZET-მა არაოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტების ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.ოფიციალურ პირებს რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ კონკრეტული განცხადებები არ გაუკეთებიათ. ასევე არ არის მოყვანილი მომხდარის რაიმე მტკიცებულება. პოლონეთის პრემიერმა მორავეცკიმ ასევე მოიწვია მინისტრთა საბჭოს ეროვნული უშიშროების და თავდაცვის კომიტეტის საგანგებო სხდომა.
უნგრეთი
პოლონეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/1a/268876636_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_a4dbc42cfd42d20a68eac7dcac052a1e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
უნგრეთი, პოლონეთი , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მსოფლიოს ახალი ამბები
უნგრეთი, პოლონეთი , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მსოფლიოს ახალი ამბები
უნგრეთის პრემიერმა მილსადენში ნავთობის გატარების შეწყვეტის გამო უშიშროების საბჭო მოიწვია
00:06 16.11.2022 (განახლებულია: 15:55 20.07.2023) ოფიციალური ვერსიით, ნავთობის გატარება მილებში ძაბვის ვარდნის გამო შეჩერდა
თბილისი, 15 ნოემბერი - Sputnik. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სამშაბათს საღამოს „დრუჟბას“ ნავთობსადენის გაჩერების გამო უშიშროების საბჭოს იწვევს, განაცხადა მთავრობის პრესმდივანმა ზოლტან კოვაჩმა. მის სიტყვებს „რია ნოვოსტი“ ციტირებს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია „ტრანსნეფტს“ ეცნობა, რომ ძაბვის ვარდნის გამო ნავთობსადენში ნავთობის გატარება უნგრეთის მიმართულებით შეჩერებულია.
„დრუჟბას“ მილსადენში ნავთობის გატარების შეწყვეტისა და პოლონეთის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმის საპასუხოდ პრემიერმა ვიქტორ ორბანმა უშიშროების საბჭო მოიწვია“, - დაწერა კოვაჩმა Twitter-ში.
მანამდე რადიოსადგურ ZET-მა არაოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტების ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
ოფიციალურ პირებს რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ კონკრეტული განცხადებები არ გაუკეთებიათ. ასევე არ არის მოყვანილი მომხდარის რაიმე მტკიცებულება. პოლონეთის პრემიერმა მორავეცკიმ ასევე მოიწვია მინისტრთა საბჭოს ეროვნული უშიშროების და თავდაცვის კომიტეტის საგანგებო სხდომა.