მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გამოძიების მიუხედავად: ტრიუდოსა და სუნაკს პოლონეთის ინციდენტში დამნაშავედ რუსეთი მიაჩნიათ

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2022
გამოწერა
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. დიდი ბრიტანეთისა და კანადის პრემიერ-მინისტრებს — რიში სუნაკსა და ჯასტინ ტრიუდოს პოლონეთში მომხდარ სარაკეტო ინციდენტში დამნაშავედ რუსეთი მიაჩნიათ მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგები მოჰყვება გამოძიებას, ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის საიტზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერებმა ამის თაობაზე პირადად განუცხადეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელსაც G20-ის სამიტის ფარგლებში ესაუბრნენ.

„ბრიტანეთის პრემიერმა და პრემიერ-მინისტრმა ტრიუდომ ხაზი გაუსვეს პოლონეთში რაკეტების ჩამოვარდნის გამოძიების მნიშვნელობას. მათი თქმით, როგორი შედეგებიც არ უნდა ჰქონდეს მომხდარის გამოძიებას, განგრძობადი ძალადობის პირდაპირი მიზეზი — ეს პუტინის უკრაინაში შეჭრაა“, — ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის ვებ-გვერდზე.

ამასთან პრემიერებმა სამძიმარი გამოუცხადეს ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთთან კონფლიქტში დაღუპულებთან დაკავშირებით. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ბრიტანეთისა და კანადის ლიდერებს მხარდაჭერისთვის.
პოლონურმა მედიამ 15 ნოემბრის საღამოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე, ლუბლინის სავოევოდოში, რომელიც უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს, ორი რაკეტა ჩამოვარდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ აღნიშნა, ვარშავას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ ვინ გაუშვა რაკეტები, თუმცა დიდი ალბათობით დარწმუნებულია, რომ ისინი რუსული წარმოებისაა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ „არანაირი კავშირი არ აქვს“ პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტების ჩამოვარდნასთან. როგორც უწყებაში ამბობენ, განცხადებები რუსული რაკეტების შესახებ მიზანმიმართული პროვოკაციაა და უკრაინა-პოლონეთის საზღვართან რუსული იარაღით არანაირი დარტყმა არ განხორციელებულა.
16 ნოემბრის დილით აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც ინდონეზიაში იმყოფებოდა „დიდი ოცეულის“ სამიტზე, G7-სა და ნატოს ქვეყნების ლიდერების საგანგებო შეხვედრა მოიწვია, რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ სამიტზე. როგორც შეხვედრის შემდეგ განაცხადა ბაიდენმა, წინასწარი ინფორმაცია არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა რუსეთიდან იყო გაშვებული.
წყარო: gov.uk
ყველა ახალი ამბავი
0