პირქუში The Tiger Lillies თბილისში კონცერტს გამართავს

© courtesy of The Tiger LilliesThe Tiger Lillies
The Tiger Lillies - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2022
გამოწერა
ლონდონური დასი ქართველ მაყურებელს მძაფრსიუჟეტიან ვიზუალურ კოშმარს წარუდგენს.
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ბრიტანული მუსიკალური ტრიო The Tiger Lillies თბილისის კლუბ Elektrowerk-ში 10 დეკემბერს კონცერტს გამართავს.
„გრემიზე“ ნომინირებული ალტერნატიული კაბარეს ნათლიმამები ბრუნდებიან კონცერტით, რომელმაც მათი კარიერა შეცვალა. ელოდეთ პირქუშ და დევიანტურ თეატრს, ყველაზე ცნობილ სიმღერებს და ახალ სიურპრიზებს“, – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
The Tiger Lillies – ეს არის საოპერო მუსიკის, ბოშური მოტივების და პარიზის სანაპიროს მელოდიების ნაზავი. კოლექტივი 1989 წელს დაარსდა. მუსიკოსები ასრულებენ კომპოზიციებს შავი იუმორის ელემენტებით. მათი სიმღერების გმირები ხშირად ხდებიან მეძავები, ნარკომანები, დამნაშავეები, ფსიქიური გადახრის მქონე ადამიანები.
ტრიო საქართველოში მესამედ ჩამოდის. 2015 წელს მუსიკოსები თბილისის ფესტივალ Open Air-ზე წარდგნენ.
ტრიოს შემადგენლობაში არიან: მარტინ ჟაკი, ედრიან სტაუტი და ჟონას გოლანდი. არტისტები მკვეთრი მაკიაჟით და ორიგინალური სცენიური სახეებით გამოირჩევიან.
ყველა ახალი ამბავი
0