https://sputnik-georgia.com/20221116/stoltenbergma-natos-sabwo-sxdoma-moiwvia-272227069.html
სარაკეტო ინციდენტი პოლონეთში: სტოლტენბერგმა ნატოს საბჭოს სხდომა მოიწვია
სარაკეტო ინციდენტი პოლონეთში: სტოლტენბერგმა ნატოს საბჭოს სხდომა მოიწვია
Sputnik საქართველო
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დღეს სხდომას ჩაატარებს პოლონეთის ინციდენტთან დაკავშირებით, იუწყება ალიანსის... 16.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-16T12:47+0400
2022-11-16T12:47+0400
2023-07-20T15:47+0400
მსოფლიო დღეს
პოლონეთი
სარაკეტო ინციდენტი პოლონეთში
ნატო
იენს სტოლტენბერგი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/1d/267973380_0:0:1600:900_1920x0_80_0_0_1da9200ea1c0f1ff6e85b9af96b82a74.jpg
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დღეს სხდომას ჩაატარებს პოლონეთის ინციდენტთან დაკავშირებით, იუწყება ალიანსის პრეს-სამსახური.პრეს-სამსახურის ცნობით, სტოლტენბერგი სხდომის დასრულების შემდეგ მედიასაშუალებებს ინფორმაციას მიაწვდის ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე.მანამდე მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნატოს საბჭოს სხდომა ალიანსის მუდმივი წევრების დონეზე გაიმართება.პოლონურმა მედიამ 15 ნოემბრის საღამოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე, ლუბლინის სავოევოდოში, რომელიც უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს, ორი რაკეტა ჩამოვარდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ აღნიშნა, ვარშავას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ ვინ გაუშვა რაკეტები, თუმცა დიდი ალბათობით დარწმუნებულია, რომ ისინი რუსული წარმოებისაა.რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ „არანაირი კავშირი არ აქვს“ პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტების ჩამოვარდნასთან. როგორც უწყებაში ამბობენ, განცხადებები რუსული რაკეტების შესახებ მიზანმიმართული პროვოკაციაა და უკრაინა-პოლონეთის საზღვართან რუსული იარაღით არანაირი დარტყმა არ განხორციელებულა.წყარო: NATO
პოლონეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/1d/267973380_0:0:1423:1067_1920x0_80_0_0_5e18ba0ba6cf29fe0a7696c0f3d80a78.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლონეთი , სარაკეტო ინციდენტი პოლონეთში, ნატო , იენს სტოლტენბერგი, მსოფლიოს ახალი ამბები
პოლონეთი , სარაკეტო ინციდენტი პოლონეთში, ნატო , იენს სტოლტენბერგი, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დღეს სხდომას ჩაატარებს პოლონეთის ინციდენტთან დაკავშირებით, იუწყება ალიანსის პრეს-სამსახური.
„ოთხშაბათს, 16 ნოემბერს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თავმჯდომარეობით. სხდომა პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში, უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს გუშინ მომხდარ ინციდენტს მიეძღვნება“, — ნათქვამია ნატოს საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
პრეს-სამსახურის ცნობით, სტოლტენბერგი სხდომის დასრულების შემდეგ მედიასაშუალებებს ინფორმაციას მიაწვდის ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მანამდე მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნატოს საბჭოს სხდომა ალიანსის მუდმივი წევრების დონეზე გაიმართება.
პოლონურმა მედიამ 15 ნოემბრის საღამოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე, ლუბლინის სავოევოდოში, რომელიც უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს, ორი რაკეტა ჩამოვარდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ აღნიშნა, ვარშავას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ ვინ გაუშვა რაკეტები, თუმცა დიდი ალბათობით დარწმუნებულია, რომ ისინი რუსული წარმოებისაა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო
ირწმუნება, რომ „არანაირი კავშირი არ აქვს“ პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტების ჩამოვარდნასთან. როგორც უწყებაში ამბობენ, განცხადებები რუსული რაკეტების შესახებ მიზანმიმართული პროვოკაციაა და უკრაინა-პოლონეთის საზღვართან რუსული იარაღით არანაირი დარტყმა არ განხორციელებულა.