მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სტოლტენბერგი: სარაკეტო ინციდენტი უკრაინული თავდაცვის სისტემების მუშაობამ გამოიწვია

© photo: Sputnik / Aleksey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2022
გამოწერა
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. პოლონეთი–უკრაინის საზღვრის სიახლოვეს მდებარე სოფელში მომხდარ სარაკეტო ინციდენტს წინასწარ განზრახული ხასიათი არ ჰქონია, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, წინასწარი ინფორმაციით დასტურდება, რომ სოფელ პრჟევოდუვში აღმოჩენილი ნამსხვრევები უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ფრაგმენტები იყო.

„ჩვენი წინასწარი ანალიზით, აფეთქება უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის მუშაობის გამო მოხდა, რომელიც უკრაინის ტერიტორიას იცავდა. მაგრამ, მოდით, ვთქვათ ნათლად, რომ ეს უკრაინის ბრალი არ ყოფილა“, — განუცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს.

როგორც ალიანსის გენმდივანმა აღნიშნა, ნატო თავისი წესდების მე-4 პუნქტის ამოქმედებას არ აპირებს რაკეტების ჩამოვარდნასთან დაკავშირებით კონსულტაციების დასაწყებად.
ამასთან სტოლტენბერგმა არ უპასუხა შეკითხვას, ჰქონდა თუ არა ალიანსს რაიმე კონტაქტი რუსეთთან ბოლო 24 საათის განმალობაში. თუმცა განაცხადა, რომ ნატო ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსეთი მის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს ამზადებდეს.
სტოლტენბერგის თქმით, ნატო ნებისმიერ მომენტში მზადაა გადაისროლოს საჰაერო თავდაცვის დამატებითი ძალები აღმოსავლეთში, მათ შორის პოლონეთში.
15 ნოემბერს პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე მდებარე სოფელ პრჟევოდუვში რაკეტის ფრაგმენტები ჩამოცვივდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რაკეტები რუსული წარმოებისა იყო. როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ რაკეტები რუსეთის მიერ იყო გაშვებული. მან მომხდარს „უბედური შემთხვევა" უწოდა.
16 ნოემბრის დილით აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც ინდონეზიაში იმყოფებოდა „დიდი ოცეულის“ სამიტზე, G7-ის და ნატოს ქვეყნების ლიდერების საგანგებო შეხვედრა მოიწვია, რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ სამიტზე. როგორც შეხვედრის შემდეგ განაცხადა ბაიდენმა, წინასწარი ინფორმაცია არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა რუსეთიდან იყო გაშვებული.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ „არანაირი კავშირი არ აქვს“ პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტის ჩამოვარდნასთან. როგორც უწყებაში ამბობენ, განცხადებები რუსული რაკეტების შესახებ მიზანმიმართული პროვოკაციაა და უკრაინა-პოლონეთის საზღვართან რუსული იარაღით არანაირი დარტყმა არ განხორციელებულა.
ყველა ახალი ამბავი
0