თბილისის საკრებულოში დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი შევიდა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2022
გამოწერა
მერია თბილისის მოსახლეობას დეტალურად გააცნობს იმ პროექტების ჩამონათვალს, რომელთა განხორციელებასაც 2023 წელს გეგმავს.
თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. თბილისის მერიამ 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი დედაქალაქის საკრებულოს გადაუგზავნა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
როგორც მერმა აღნიშნა, დოკუმენტში ფინანსთა სამინისტროსგან, ცენტრალური ხელისუფლებისგან მისაღები დამატებითი ტრანსფერი ასახული არ არის. დოკუმენტის პირვანდელი ვერსია მოიცავს მხოლოდ მუნიციპალიტეტისთვის აუცილებელ მიმდინარე ხარჯებს და გარდამავალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

„მასში არ არის ასახული პროექტები, რომლებიც 2023 წელს უნდა განხორციელდეს დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში. მომდევნო ერთი თვის განმავლობაში გვექნება შესაძლებლობა – თბილისისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად დამატებითი დაფინანსების მიღების მიზნით აქტიურად ვიმუშაოთ ფინანსთა სამინისტროსთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან“, – განაცხადა კალაძემ.

კალაძის თქმით, ბიუჯეტის საბოლოო პროექტი საკრებულოს მას შემდეგ წარედგინება, რაც დაზუსტდება კონკრეტული თანხის ოდენობა, რითაც ცენტრალური ბიუჯეტი თბილისის მუნიციპალიტეტს დაეხმარება.
მერია თბილისის მოსახლეობას დეტალურად გააცნობს იმ პროექტების ჩამონათვალს, რომელთა განხორციელებასაც მუნიციპალიტეტი 2023 წელს გეგმავს.
ყველა ახალი ამბავი
0