https://sputnik-georgia.com/20221116/rusma-eqspertebma-fotoebze-ukrainuli-c-300-amoicnes-272231444.html
პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტების ფოტოებზე რუსმა ექსპერტებმა უკრაინული C-300 ამოიცნეს
პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტების ფოტოებზე რუსმა ექსპერტებმა უკრაინული C-300 ამოიცნეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტების ნამსხვრევების ფოტოებზე ექსპერტებმა უკრაინული С-300-ის ელემენტები ამოიცნეს... 16.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-16T15:40+0400
2022-11-16T15:40+0400
2023-07-20T15:48+0400
რუსეთი
სარაკეტო ინციდენტი პოლონეთში
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/03/265712516_0:149:3138:1914_1920x0_80_0_0_e5fae1c61e025203ee816b8249186aef.jpg
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტების ნამსხვრევების ფოტოებზე ექსპერტებმა უკრაინული С-300-ის ელემენტები ამოიცნეს, აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.ამასთან რუსული უწყება ხაზს უსვამს, რომ 15 ნოემბერს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ზეზუსტი იარაღით მიიტანა შეტევა „უკრაინის სამხედრო მართვის სისტემებსა და მათთან დაკავშირებულ ენერგეტიკულ ობიექტებზე“, და ყველა გაშვებული რაკეტა „ზუსტად მოხვდა დასახულ სამიზნეს“.ამასთან უწყება კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ „უკრაინული წყაროებისა და უცხოელი ოფიციალური პირების განცხადებები სოფელ პრჟევოდუვში რუსული რაკეტების ჩამოვარდნის თაობაზე მიზანმიმართული პროვოკაციაა, რომელიც ვითარების ეკალაციას ემსახურება“.პოლონურმა მედიამ 15 ნოემბრის საღამოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე, ლუბლინის სავოევოდოში, რომელიც უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს, ორი რაკეტა ჩამოვარდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ აღნიშნა, ვარშავას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ ვინ გაუშვა რაკეტები, თუმცა დიდი ალბათობით დარწმუნებულია, რომ ისინი რუსული წარმოებისაა.16 ნოემბრის დილით აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც ინდონეზიაში იმყოფებოდა „დიდი ოცეულის“ სამიტზე, G7-ის და ნატოს ქვეყნების ლიდერების საგანგებო შეხვედრა მოიწვია, რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ სამიტზე. როგორც შეხვედრის შემდეგ განაცხადა ბაიდენმა, წინასწარი ინფორმაცია არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტები რუსეთიდან იყო გაშვებული.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/03/265712516_209:0:2940:2048_1920x0_80_0_0_9c2b7b63526ec6c53a6843ebbda6fa47.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, სარაკეტო ინციდენტი პოლონეთში, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, სარაკეტო ინციდენტი პოლონეთში, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტების ნამსხვრევების ფოტოებზე ექსპერტებმა უკრაინული С-300-ის ელემენტები ამოიცნეს, აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
„ნამსხვრევების ფოტოებზე, რომლებიც 15 ნოემბერს აღმოაჩინეს პრჟევოდუვში, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის რუსმა ექსპერტებმა ცალსახად ამოიცნეს უკრაინის საჰაერო ძალების კუთვნილი საზენიტო მართვადი რაკეტა С-300-ის ელემენტები“, — ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს Telegram-არხზე გამოქვეყნებულ ცნობაში.
ამასთან რუსული უწყება ხაზს უსვამს, რომ 15 ნოემბერს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ზეზუსტი იარაღით მიიტანა შეტევა „უკრაინის სამხედრო მართვის სისტემებსა და მათთან დაკავშირებულ ენერგეტიკულ ობიექტებზე“, და ყველა გაშვებული რაკეტა „ზუსტად მოხვდა დასახულ სამიზნეს“.
„გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ ზეზუსტი დარტყმები მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე და უკრაინა-პოლონეთის საზღვრიდან 35 კილომეტრის დაშორებით განხორციელდა“, — განმარტავს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
ამასთან უწყება კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ „უკრაინული წყაროებისა და უცხოელი ოფიციალური პირების განცხადებები სოფელ პრჟევოდუვში რუსული რაკეტების ჩამოვარდნის თაობაზე მიზანმიმართული პროვოკაციაა, რომელიც ვითარების ეკალაციას ემსახურება“.
პოლონურმა მედიამ 15 ნოემბრის საღამოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე, ლუბლინის სავოევოდოში, რომელიც უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს, ორი რაკეტა ჩამოვარდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ აღნიშნა, ვარშავას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ ვინ გაუშვა რაკეტები, თუმცა დიდი ალბათობით დარწმუნებულია, რომ ისინი რუსული წარმოებისაა.
16 ნოემბრის დილით აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც ინდონეზიაში იმყოფებოდა „დიდი ოცეულის“ სამიტზე, G7-ის და ნატოს ქვეყნების ლიდერების საგანგებო შეხვედრა მოიწვია, რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ სამიტზე. როგორც შეხვედრის შემდეგ განაცხადა ბაიდენმა, წინასწარი ინფორმაცია არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტები რუსეთიდან იყო გაშვებული.