https://sputnik-georgia.com/20221116/puladi-gadmoricxvebi-saqartveloshi-272222588.html
ფულადი გადმორიცხვები საქართველოში კვლავ იზრდება - ახალი მონაცემები
ფულადი გადმორიცხვები საქართველოში კვლავ იზრდება - ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
2022 წლის ოქტომბერში რუსეთიდან გადმორიცხვები რვაჯერ გაიზარდა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით. 16.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-16T10:50+0400
2022-11-16T10:50+0400
2022-11-16T16:21+0400
საქართველო
საქსტატი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23929/27/239292721_65:311:1938:1365_1920x0_80_0_0_6b796e707c10a505f73e9f53e1f677d3.jpg
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2022 წლის იანვარი–ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლთან შედარებით, 73,4%-ით გაიზარდა და 3.316 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.ფულადი გზავნილების მოცულობით ისევ რუსეთი ლიდერობს, რომელიც გასულ წელს რამდენიმე თვის განმავლობაში პირველობას იტალიას უთმობდა.საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 1.434,3 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 43,2%-ია.მხოლოდ ოქტომბერში გადმორიცხვები რუსეთიდან რვაჯერ გაიზარდა წინა წლის ოქტომბერთან შედარებით. საქართველოში რუსეთიდან ოქტომბერში გადმოირიცხა 299,3 მლნ დოლარი – საერთო მოცულობის 59,6%. 2022 წლის ოქტომბერში რუსეთიდან გადმოირიცხა 725,6%-ით მეტი, ვიდრე 2021 წლის ამავე პერიოდში.საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების საერთო მოცულობა 2022 წლის ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 142,9%-ით გაიზარდა და 520 მლნ დოლარი შეადგინა.რაც შეეხება საქართველოდან გაგზავნილი ვალუტის მოცულობას, 2022 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 31,4 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2021 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3,7%-ით მეტია.2022 წლის 10 თვეში საქართველოდან საზღვარგარეთ გადაირიცხა 276,2 მლნ დოლარი, რაც 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 10,5%-ით მეტია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23929/27/239292721_293:326:1679:1365_1920x0_80_0_0_0eaac36cfcab2c986ef43d954e7cb4c0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ფულადი გადმორიცხვები საქართველოში კვლავ იზრდება - ახალი მონაცემები
10:50 16.11.2022 (განახლებულია: 16:21 16.11.2022) 2022 წლის ოქტომბერში რუსეთიდან გადმორიცხვები რვაჯერ გაიზარდა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით.
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2022 წლის იანვარი–ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლთან შედარებით, 73,4%-ით გაიზარდა და 3.316 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.
ფულადი გზავნილების მოცულობით ისევ რუსეთი ლიდერობს, რომელიც გასულ წელს რამდენიმე თვის განმავლობაში პირველობას იტალიას უთმობდა.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა საქართველოში – 2022 წლის იანვარი–ოქტომბერი
ქვეყანა
|
გადმორიცხვების მოცულობა, მლნ დოლარი
| ზრდა, %
|
რუსეთი
| 1.434,3
| 325,1
|
იტალია
|
352,8
|
11,7
|
აშშ
| 264,0
| 12,9
|
საბერძნეთი
|
184,8
|
-9,2
|
ისრაელი
|
162,7
|
6,9
|
საქართველოს ეროვნული ბანკის
მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 1.434,3 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 43,2%-ია.
მხოლოდ ოქტომბერში გადმორიცხვები რუსეთიდან რვაჯერ გაიზარდა წინა წლის ოქტომბერთან შედარებით. საქართველოში რუსეთიდან ოქტომბერში გადმოირიცხა 299,3 მლნ დოლარი – საერთო მოცულობის 59,6%. 2022 წლის ოქტომბერში რუსეთიდან გადმოირიცხა 725,6%-ით მეტი, ვიდრე 2021 წლის ამავე პერიოდში.
საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების საერთო მოცულობა 2022 წლის ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 142,9%-ით გაიზარდა და 520 მლნ დოლარი შეადგინა.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა საქართველოში – 2022 წლის ოქტომბერი
ქვეყანა
|
გადმორიცხვების მოცულობა, მლნ დოლარი
|
ზრდა, %
|
რუსეთი
| 299,3
| 725,6 |
იტალია
|
35,7
|
8,1
|
აშშ
|
30,0
|
26,5
|
საბერძნეთი
| 19,1
| -0,3
|
ისრაელი | 16,4
| 7,5 |
რაც შეეხება საქართველოდან გაგზავნილი ვალუტის მოცულობას, 2022 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 31,4 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2021 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3,7%-ით მეტია.
2022 წლის 10 თვეში საქართველოდან საზღვარგარეთ გადაირიცხა 276,2 მლნ დოლარი, რაც 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 10,5%-ით მეტია.