https://sputnik-georgia.com/20221116/polonetis-sagareo-saqmeta-ministrma-rusetis-elcs-xeli-ar-camoartva-272228783.html
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უწყებაში გამოძახებულ რუს ელჩს ხელი არ ჩამოართვა
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უწყებაში გამოძახებულ რუს ელჩს ხელი არ ჩამოართვა
Sputnik საქართველო
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ წუხელ რუსეთის ელჩი სერგეი ანდრეევი დაიბარა უწყებაში სარაკეტო ინციდენტთან... 16.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-16T13:23+0400
2022-11-16T13:23+0400
2023-07-20T15:48+0400
მსოფლიო დღეს
სარაკეტო ინციდენტი პოლონეთში
პოლონეთი
რუსეთი
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/10/272228622_0:123:3076:1853_1920x0_80_0_0_169141a1db0fc3a654edfccc4c067a8d.jpg
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ წუხელ რუსეთის ელჩი სერგეი ანდრეევი დაიბარა უწყებაში სარაკეტო ინციდენტთან დაკავშირებით და მასთან მოკლე შეხვედრა გამართა, იუწყება პოლონეთის ტელევიზია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.მისი თქმით, პოლონელი მინისტრისა და რუსი ელჩის შეხვედრა სულ ოთხ წუთს გაგრძელდა, რა დროსაც ზბიგნევ რაუმ ანდრეევს პოლონური მხარის მოსაზრება გააცნო მომხდართან დაკავშირებით.მანამდე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პაველ იაბლონსკიმ რადისადგურ RMF FM-ის ეთერში განაცხადა, რომ მინისტრმა რუსეთის ელჩი სასწრაფოდ გამოიძახა საგარეო უწყებაში, რათა მომხდართან დაკავშირებით განმარტება მიეღო, „ვინაიდან, ძალიან დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს რუსეთის ქმედებებთან, რაც ომის დაწყების მომენტიდან პირველად შეეხო პოლონეთს, პოლონეთის ტერიტორიას და დაიღუპნენ პოლონეთის მოქალაქეები“.ამასთან იაბლონსკიმ აღნიშნა, რომ ქვეყნის ხელისუფლებას ჯერჯერობით არ მიუღია გადაწყვეტილება რუსეთის ელჩის ქვეყნიდან გაძევების თაობაზე.პოლონურმა მედიამ 15 ნოემბრის საღამოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე, ლუბლინის სავოევოდოში, რომელიც უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს, ორი რაკეტა ჩამოვარდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ აღნიშნა, ვარშავას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ ვინ გაუშვა რაკეტები, თუმცა დიდი ალბათობით დარწმუნებულია, რომ ისინი რუსული წარმოებისაა.რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ „არანაირი კავშირი არ აქვს“ პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტების ჩამოვარდნასთან. როგორც უწყებაში ამბობენ, განცხადებები რუსული რაკეტების შესახებ მიზანმიმართული პროვოკაციაა და უკრაინა-პოლონეთის საზღვართან რუსული იარაღით არანაირი დარტყმა არ განხორციელებულა.
პოლონეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/10/272228622_347:0:3076:2047_1920x0_80_0_0_697faf0e590e1a6995f1a5026c5572e7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სარაკეტო ინციდენტი პოლონეთში, პოლონეთი , რუსეთი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
სარაკეტო ინციდენტი პოლონეთში, პოლონეთი , რუსეთი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ წუხელ რუსეთის ელჩი სერგეი ანდრეევი დაიბარა უწყებაში სარაკეტო ინციდენტთან დაკავშირებით და მასთან მოკლე შეხვედრა გამართა, იუწყება პოლონეთის ტელევიზია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
„მინისტრმა ზბიგნევ რაუმ რუსეთის ელჩი მიიღო. ეს იყო ძალიან ხანმოკლე საუბარი ყოველგვარი თავაზიანობისა და ხელის ჩამორთმევის გარეშე“, — განაცხადა საგარეო უწყების პრეს-მდივანმა ლუკაშ იასინამ.
მისი თქმით, პოლონელი მინისტრისა და რუსი ელჩის შეხვედრა სულ ოთხ წუთს გაგრძელდა, რა დროსაც ზბიგნევ რაუმ ანდრეევს პოლონური მხარის მოსაზრება გააცნო მომხდართან დაკავშირებით.
მანამდე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პაველ იაბლონსკიმ რადისადგურ RMF FM-ის ეთერში განაცხადა, რომ მინისტრმა რუსეთის ელჩი სასწრაფოდ გამოიძახა საგარეო უწყებაში, რათა მომხდართან დაკავშირებით განმარტება მიეღო, „ვინაიდან, ძალიან დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს რუსეთის ქმედებებთან, რაც ომის დაწყების მომენტიდან პირველად შეეხო პოლონეთს, პოლონეთის ტერიტორიას და დაიღუპნენ პოლონეთის მოქალაქეები“.
ამასთან იაბლონსკიმ აღნიშნა, რომ ქვეყნის ხელისუფლებას ჯერჯერობით არ მიუღია გადაწყვეტილება რუსეთის ელჩის ქვეყნიდან გაძევების თაობაზე.
პოლონურმა მედიამ 15 ნოემბრის საღამოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე, ლუბლინის სავოევოდოში, რომელიც უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს, ორი რაკეტა ჩამოვარდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ აღნიშნა, ვარშავას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ ვინ გაუშვა რაკეტები, თუმცა დიდი ალბათობით დარწმუნებულია, რომ ისინი რუსული წარმოებისაა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ „არანაირი კავშირი არ აქვს“ პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტების ჩამოვარდნასთან. როგორც უწყებაში ამბობენ, განცხადებები რუსული რაკეტების შესახებ მიზანმიმართული პროვოკაციაა და უკრაინა-პოლონეთის საზღვართან რუსული იარაღით არანაირი დარტყმა არ განხორციელებულა.