https://sputnik-georgia.com/20221116/peskovi-komentari-drujbaze-272233298.html
პესკოვმა ნავთობსადენ „დრუჟბასთან“ დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა
პესკოვმა ნავთობსადენ „დრუჟბასთან“ დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა
Sputnik საქართველო
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. მილსადენ „დრუჟბასთან“ დაკავშირებულ სიტუაციაზე ზუსტი მონაცემები არ მაქვს და კომენტარს ვერ გავაკეთებ, განუცხადა რუსეთის... 16.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-16T16:32+0400
2022-11-16T16:32+0400
2023-07-20T15:48+0400
რუსეთი
პოლიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ნავთობსადენი „დრუჟბა“
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/12/262176572_0:141:3143:1908_1920x0_80_0_0_c0ecfa3ee41f8a4a5455d61b5181620e.jpg
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. მილსადენ „დრუჟბასთან“ დაკავშირებულ სიტუაციაზე ზუსტი მონაცემები არ მაქვს და კომენტარს ვერ გავაკეთებ, განუცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.სამშაბათს, საღამოს უკრაინამ აცნობა „ტრანსნეფტს“, რომ ნავთობსადენ „დრუჟბით“ უნგრეთისკენ ნავთობის გადატუმბვას აჩერებს, და ამის მიზეზად ელექტროქსელში ძაბვის ვარდნა დაასახელა. როგორც დღეს განმარტა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ, უკრაინულმა მხარემ მიწოდებების შეჩერების მიზეზად მათ სატრანსფორმატორო სადგურის დაზიანება დაუსახელა, რაც უკრაინის ტერიტორიის დაცხრილვას მოჰყვა.აღსანიშნავია, რომ მანამდე, 12 ოქტომბერს ნავთობსადენ „დრუჟბის“ პოლონელმა ოპერატორმა Pern-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მილსადენის ორიდან ერთ ტოტზე დეჰერმეტიზაცია მოხდა, რის შედეგადაც წნევა საგრძნობლად დაეცა. მაშინ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ არ გამორიცხა, რომ მომხდარი შესაძლოა დივერსია ყოფილიყო. ამასთან პრემიერს პირდაპირი ბრალდებები არ წამოუყენებია, თუმცა ირიბად მიანიშნა, რომ „კვალი კრემლისკენ მიდის“.ნავთობსადენი „დრუჟბა“ მსოფლიოში ყველაზე გრძელი მილსადენია. მისი სიგრძე დაახლოებით 4 ათასი კილომეტრია. იგი სათავეს სამარის ოლქში იღებს, გადის ბრიანსკში და შემდეგ ორი მიმართულებით იტოტება: ჩრდილოეთით − ბელარუსის, პოლონეთისა და გერმანიის ტერიტორიებისკენ და სამხრეთით − უკრაინის, ჩეხეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის ტერიტორიებისკენ.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/12/262176572_205:0:2936:2048_1920x0_80_0_0_160e68dae32ba66c1406b3ffeda36758.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ნავთობსადენი „დრუჟბა“, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ნავთობსადენი „დრუჟბა“, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. მილსადენ „დრუჟბასთან“ დაკავშირებულ სიტუაციაზე ზუსტი მონაცემები არ მაქვს და კომენტარს ვერ გავაკეთებ, განუცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.
„დეტალური ინფორმაცია არ მაქვს. არ მინდა პოლონელებივით მოვიქცე და ამიტომაც სათქმელი არაფერია“, — ასე უპასუხა პესკოვმა შეკითხვას, შედგა თუ არა რაიმე კონტაქტი უნგრულ მხარესთან მილსადენთან დაკავშირებით და რამდენად სერიოზულად მიიჩნევს კრემლი გადატუმბვის შეჩერებას.
სამშაბათს, საღამოს უკრაინამ აცნობა „ტრანსნეფტს“, რომ ნავთობსადენ „დრუჟბით“ უნგრეთისკენ ნავთობის გადატუმბვას აჩერებს, და ამის მიზეზად ელექტროქსელში ძაბვის ვარდნა დაასახელა. როგორც დღეს განმარტა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ, უკრაინულმა მხარემ მიწოდებების შეჩერების მიზეზად მათ სატრანსფორმატორო სადგურის დაზიანება დაუსახელა, რაც უკრაინის ტერიტორიის დაცხრილვას მოჰყვა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე, 12 ოქტომბერს ნავთობსადენ „დრუჟბის“ პოლონელმა ოპერატორმა Pern-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მილსადენის ორიდან ერთ ტოტზე დეჰერმეტიზაცია მოხდა, რის შედეგადაც წნევა საგრძნობლად დაეცა. მაშინ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ არ გამორიცხა, რომ მომხდარი შესაძლოა დივერსია ყოფილიყო. ამასთან პრემიერს პირდაპირი ბრალდებები არ წამოუყენებია, თუმცა ირიბად მიანიშნა, რომ „კვალი კრემლისკენ მიდის“.
ნავთობსადენი „დრუჟბა“ მსოფლიოში ყველაზე გრძელი მილსადენია. მისი სიგრძე დაახლოებით 4 ათასი კილომეტრია. იგი სათავეს სამარის ოლქში იღებს, გადის ბრიანსკში და შემდეგ ორი მიმართულებით იტოტება: ჩრდილოეთით − ბელარუსის, პოლონეთისა და გერმანიის ტერიტორიებისკენ და სამხრეთით − უკრაინის, ჩეხეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის ტერიტორიებისკენ.