https://sputnik-georgia.com/20221116/moimatebs-tuara-bunebrivi-airis-taripi-272232946.html
იგეგმება თუ არა ბუნებრივ აირზე ტარიფის გაზრდა? მარეგულირებლის განმარტება
იგეგმება თუ არა ბუნებრივ აირზე ტარიფის გაზრდა? მარეგულირებლის განმარტება
Sputnik საქართველო
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში ბუნებრივ აირზე კომუნალური ტარიფის გაზრდა არ იგეგმება, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების... 16.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-16T16:19+0400
2022-11-16T16:19+0400
2022-11-16T20:06+0400
საქართველო
სემეკი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23829/31/238293112_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_07a72747bfd31727bb247d6f8d4b10d2.jpg
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში ბუნებრივ აირზე კომუნალური ტარიფის გაზრდა არ იგეგმება, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკის) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან.უკვე რამდენიმე კვირაა ოპოზიციურ წრეებში ტრიალებს აზრი, რომ 2023 წლის 1 იანვრიდან სამომხმარებლო გაზის ტარიფი, შესაძლოა, გაიზარდოს.„დეკემბერში მარეგულირებელი კომისია დაადგენს ბუნებრივი აირის ახალ ტარიფებს, ვინაიდან მოქმედ ტარიფებს დეკემბრის ბოლოს ეწურება ვადა. თუმცა, ამ თვალსაზრისით ტარიფის ზრდას არ ველოდებით“, – განაცხადა ნარმანიამ.საქართველოს უმეტეს ნაწილში 2017 წლიდან დღემდე 1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი საყოფაცხოვრებო სექტორისთვის დაახლოებით 57 თეთრის ნიშნულზე რჩება. თბილისის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის" საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის გაზის ტარიფი 53,9 თეთრს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23829/31/238293112_111:0:1888:1333_1920x0_80_0_0_24f00e05a3aa14fabd3983b7c4154846.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სემეკი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სემეკი, საზოგადოება, ახალი ამბები
იგეგმება თუ არა ბუნებრივ აირზე ტარიფის გაზრდა? მარეგულირებლის განმარტება
16:19 16.11.2022 (განახლებულია: 20:06 16.11.2022) თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში ბუნებრივ აირზე კომუნალური ტარიფის გაზრდა არ იგეგმება, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკის) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან.
უკვე რამდენიმე კვირაა ოპოზიციურ წრეებში ტრიალებს აზრი, რომ 2023 წლის 1 იანვრიდან სამომხმარებლო გაზის ტარიფი, შესაძლოა, გაიზარდოს.
„დეკემბერში მარეგულირებელი კომისია დაადგენს ბუნებრივი აირის ახალ ტარიფებს, ვინაიდან მოქმედ ტარიფებს დეკემბრის ბოლოს ეწურება ვადა. თუმცა, ამ თვალსაზრისით ტარიფის ზრდას არ ველოდებით“, – განაცხადა ნარმანიამ.
საქართველოს უმეტეს ნაწილში 2017 წლიდან დღემდე 1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი საყოფაცხოვრებო სექტორისთვის დაახლოებით 57 თეთრის ნიშნულზე რჩება. თბილისის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის" საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის გაზის ტარიფი 53,9 თეთრს შეადგენს.