https://sputnik-georgia.com/20221116/konstantinidi-diasporis-monawileoba-fasdaudebelia-272222148.html
კონსტანტინიდი: დიასპორის მონაწილეობა ფასდაუდებელია საქართველოს განვითარების პროცესში
კონსტანტინიდი: დიასპორის მონაწილეობა ფასდაუდებელია საქართველოს განვითარების პროცესში
Sputnik საქართველო
ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლება მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ქართულ დიასპორებს. 16.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-16T10:28+0400
2022-11-16T10:28+0400
2022-11-16T16:13+0400
საქართველო
ქართული დიასპორა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/10/272220486_0:0:1143:643_1920x0_80_0_0_6d9dafefe314f5f16447a628e6229c66.jpg
თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველები ქვეყნისთვის დიდი აღმოჩენაა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდიმ დიასპორების წარმომადგენელთა კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაზე.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში ციფრული ტექნოლოგიების კონკურსი „STEM-მასტერ-კლასები“ ჩაატარა, სადაც უცხოეთში მყოფმა ქართველებმა საკუთარი მიღწევების დემონსტრირება შეძლეს.„დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ პროგრამის მიზანს წარმოადგენს საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაცია, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის და ეროვნული ინტერესების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება, ასევე თანამემამულეებში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, მათ შორის, მოზარდ და ახალგაზრდა თაობაში საქართველოს შესახებ ცნობიერების გაზრდა და ადგილსამყოფელ ქვეყნებთან კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების ხელშეწყობა.ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლება მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ქართულ დიასპორებს. დიასპორების წარმომადგენლებისთვის ტარდება სხვადასხვა კონკურსები და საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა მიზანია სამშობლოსთან ქართული დიასპორების კავშირების გაღრმავება და კულტურული თვითმყოფადობის ხელშეწყობა, ასევე საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/10/272220486_0:0:857:643_1920x0_80_0_0_2df8ca4ba7615c0a64b06e7fe423f92a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული დიასპორა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, ქართული დიასპორა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , პოლიტიკა, ახალი ამბები
კონსტანტინიდი: დიასპორის მონაწილეობა ფასდაუდებელია საქართველოს განვითარების პროცესში
10:28 16.11.2022 (განახლებულია: 16:13 16.11.2022) ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლება მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ქართულ დიასპორებს.
თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველები ქვეყნისთვის დიდი აღმოჩენაა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდიმ დიასპორების წარმომადგენელთა კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში ციფრული ტექნოლოგიების კონკურსი „STEM-მასტერ-კლასები“ ჩაატარა, სადაც უცხოეთში მყოფმა ქართველებმა საკუთარი მიღწევების დემონსტრირება შეძლეს.
„დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ პროგრამის მიზანს წარმოადგენს საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაცია, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის და ეროვნული ინტერესების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება, ასევე თანამემამულეებში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, მათ შორის, მოზარდ და ახალგაზრდა თაობაში საქართველოს შესახებ ცნობიერების გაზრდა და ადგილსამყოფელ ქვეყნებთან კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების ხელშეწყობა.
„ამ პროექტში ჩვენი წარმატებული თანამემამულეების მონაწილეობა ცხადყოფს, რომ საზღვარგარეთ მოღვაწე დიასპორის წარმომადგენლები სამშობლოსთვის დანაკარგს კი არ წარმოადგენენ, არამედ პირიქით – მათი ჩართულობა და ქვეყნის განვითარების პროცესში აქტიური მონაწილეობა, მათი უანგარო სურვილი, საკუთარი პოტენციალი და ცოდნა სამშობლოს მოახმარონ, ქვეყნისთვის დიდი მონაპოვარია“, – განაცხადა კონსტანტინიდიმ.
ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლება მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ქართულ დიასპორებს. დიასპორების წარმომადგენლებისთვის ტარდება სხვადასხვა კონკურსები და საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა მიზანია სამშობლოსთან ქართული დიასპორების კავშირების გაღრმავება და კულტურული თვითმყოფადობის ხელშეწყობა, ასევე საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ.