კალაძე: თბილისის მერია მეტროს სადგურ „ახმეტელის თეატრში" პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობს

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მეტროს სადგური
თბილისის მეტროს სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2022
გამოწერა
ბოლო პერიოდში პიკის საათებში მეტროს რამდენიმე სადგურზე მოქალაქეების დიდი რაოდენობის გამო პრობლემები იქმნება.
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მერია მუშაობს მოკლევადიან და გრძელვადიან პროექტებზე, რათა მოგვარდეს მეტროს სადგურ „ახმეტელის თეატრის“ ე.წ. ტურნიკეტების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული პრობლემები, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
16 ნოემბერს სადგურ „ახმეტელის თეატრის“ შესასვლელთან მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო პრობლემები შეიქმნა: რამდენიმე ტურნიკეტს პრობლემა შეექმნა და მგზავრთა ნაკადი ვერ გაატარა, რის გამოც მეტროს სადგურის გარე პერიმეტრზე მოქალაქეების დიდი რაოდენობა დაგროვდა.

„საზოგადოებას ბოდიში მინდა მოვუხადო. ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული, ეს არის მოძველებული ინფრასტრუქტურა, რაც პრობლემას წარმოადგენს. თუმცა, ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ ეს ყველაფერი გამოვასწოროთ“, – განაცხადა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მისი თქმით, მოკლევადიანი პროექტის ფარგლებში გაიზრდება ტურნიკეტების რაოდენობა, რაც გაზრდის გამტარუნარიანობას.
რაც შეეხება მეორე, გრძელვადიან პროექტს, იგი ითვალისწინებს მეორე ჩასასვლელ-ამოსასვლელის მშენებლობას. პროექტი „აზიის განვითარების ბანკთან“ ერთად განხორციელდება.
როგორც კალაძემ განმარტა, აღნიშნული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით მერია საზოგადოებას ინფორმაციას უახლოეს მომავალში მიაწვდის.
ყველა ახალი ამბავი
0