მოსაზრება: მრავალგანზომილებიანი აქტივობა დონბასში

  - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2022
გამოწერა
ხერსონის ოლქში რუსული ჯარის მნიშვნელოვანი დაჯგუფების გადასროლამ დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენა სანაპიროზე დონბასისა და ხარკოვის მიმართულებით შეტევა გაააქტიურა და შესაძლებელი გახადა დროის მოკლე პერიოდში რამდენიმე დასახლებული პუნქტის - პავლოვკას, მაიორსკის, ოპიტნოეს - დაკავება.
უკრაინის ბრძოლის ველი ჩამოგავს ჭადრაკის დაფას, რომელზეც რუსეთი და აშშ თამაშობენ. აშშ-ის უკან ბევრი მონაწილე და პარტნიორია. რუსეთი, თავის მხრივ, წარმატებით უმკლავდება პაიკებს, ვაშინგტონი და მისი პარტნიორები კი ჯიბიდან ახალ-ახალ ფიგურებს (შეიარაღება და დაქირავებული მებრძოლები) იღებენ და დაფაზე ანაწილებენ. „ჭადრაკის პარტია“ ჭიანურდება, რუსეთის ჯარის გაერთიანებული დაჯგუფების საბრძოლო პოტენციალი კი იზრდება ნაწილობრივი მობილიზაციისა და რუსულ საწარმოებში დამზადებული შეიარაღების ახალი პარტიების ხარჯზე.
დროთა განმავლობაში დნეპრის ქვედა წელში ვითარება სტრატეგიულად უფრო გამჭვირვალე გახდება. ახლა კი მნიშვნელოვანია დონბასში საქმის ბოლომდე მიყვანა. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პავლოვკასთან ერთად დაკარგა დამატებითი ძალის გადასროლის შესაძლებლობა სამხრეთისკენ, უგლედარის მიმართულებით. რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის საზღვაო ქვეითის დანაყოფების კონტროლქვეშ გადავიდა გზების მნიშვნელოვანი მონაკვეთები უგლედარის რაიონში. მოწინააღმდეგე ცდილობს ბოგოიავლენკთან გამაგრებას, რომლის უკანაც დისლოცირებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების დაჯგუფება მარიინკაში.
გარდა ამისა, გასულ დღე-ღამეში რუსულმა მხარემ მოიგერია უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა კუპიანსკისა და კრასნოლიმანსკის მიმართულებით. ოპერატიულ-ტაქტიკურმა და საჯარისო ავიაციამ, სარაკეტო ჯარმა და არტილერიამ გაანადგურა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამი პუნქტი კუპიანსკში, სტელმახოვსა და ჩერნოვაევკაში, ასევე 54 საარტილერიო დანაყოფი საცეცხლე პოზიციებზე, ცოცხალი ძალა და სამხედრო ტექნიკა 174 რაიონში. ერთ დღეში უკრაინის ჯარმა დაკარგა 300 სამხედრო მოსამსახურე, შვიდი ტანკი, ქვეითის შვიდი საბრძოლო მანქანა, 10 ჯავშანტრანსპორტიორი და 11 ავტომობილი.
ამასწინათ რუსეთის ჯარის გაერთიანებული დაჯგუფების სარდალმა სერგეი სუროვიკინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს მოახსენა, რომ განახლდა რუსული ჯარის შეტევა ცალკეული მიმართულებებით. დონბასის სრული გათავისუფლება პრიორიტეტული ამოცანაა. შემდეგ დაიწყება შეტევა დნეპრის მარცხენა სანაპიროზე (ქალაქების - პოლტავას, ხარკოვის, სუმისა და ჩერნიგოვის მიმართულებით), რომელსაც უკრაინა აკონტროლებს.
რუსეთი გამორიცხავს ხერსონის ოლქის, როგორც რუსეთის ფედერაციის სუბიექტის სტატუსის ცვლილებას ხერსონიდან დნეპრის მარცხენა ნაპირზე რუსული ჯარის დახევის გამო.
რუსეთის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ ენერგეტიკული და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განადგურებას უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. ელექტრომომარაგება დარღვეულია კიევში, ასევე კიევის, ჟიტომირის, პოლტავის, სუმის, ხარკოვის, ჩერნიგოვისა და ჩერკასკის ოლქებში. ენერგეტიკულმა კომპანია „უკრენერგომ“ დაადასტურა, რომ რუსეთმა გაანადგურა ერთ-ერთი „საკვანძო“ ობიექტი.
უკრაინის სამხედრო-ჰუმანიტარული კატასტროფა - 2014 წელს დაწყებული მოვლენების კანონზომიერი შედეგია, რაც აშშ-ს 5 მილიარდი დოლარი დაუჯდა. წელს ვაშინგტონმა ათობით მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება ფაქტობრივად უკრაინის სახელმწიფოს დემონტაჟს დაახარჯა.
რუსული ჯარის წინააღმდეგ ბრძოლებში მონაწილეობს ათასობით პოლონელი სამხედრო მოსამსახურე (ვარშავა მომავალში დასავლეთ უკრაინის ოლქების ანექსიას უმიზნებს). ხერსონში, რომელიც რუსულმა ჯარმა დროებით დატოვა, CNN-ისა და Sky News-ის რეპორტიორებმა აშშ-ის ჯარის შევრონებიანი ჯარისკაცები დააფიქსირეს. ამ ინფორმაციის გაჟონვის გამო კიევმა რამდენიმე დასავლელ ჟურნალისტს აკრედიტაცია ჩამოართვა.
ვაშინგტონი სულ უფრო შესამჩნევად ცდილობს გეოპოლიტიკური ტურბულენტობის ზონიდან გამოსვლას ხარჯის შემცირებით. უკრაინისთვის „მარშალის გეგმა“ არ იქნება. აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა WSJ-ისთვის მომზადებულ სტატიაში თანამებრძოლებს შეახსენა, რომ ამერიკას და ნატოს სხვა წევრებს არაფერი აქვთ რუსული ჰიპერბგერითი, ფრთოსანი და კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების საპირწონე. რომ აღარაფერი ითქვას თერმობირთვული საბრძოლო განყოფილების მქონე სრულყოფილ მრავალსამიზნიან წყალქვეშა კომპლექს „პოსეიდონზე“. აშშ-ის მშვიდობიანი მოლაპარაკება რუსეთთან უკრაინის თემაზე გარდაუვალია.
უკრაინული წყაროები შეშფოთებით იუწყებიან, რომ რუსეთის დაზვერვის სამსახურის დირექტორი სერგეი ნარიშკინი რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში ანკარას ეწვია მოლაპარაკებებზე აშშ-ის დელეგაციასთან, რომელსაც ხელმძღვანელობს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უფროსი უილიამ ბერნსი. კრემლი, თავის მხრივ, „არც ადასტურებს და არც უარყოფს“ თურქეთში აშშ-თან მოლაპარაკებას. დიპლომატია დუმილს ანიჭებს უპირატესობას.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0