უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

© photo: Sputnik / Alexey Filippov / გადასვლა მედიაბანკშისანთლები
სანთლები - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2022
გამოწერა
უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს უკვე 25 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ერნესტ მაჭარაშვილი დაიღუპა. სამხედროს დაღუპვის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში უკრაინაში მყოფმა ქართველმა მებრძოლებმა გაავრცელეს.
ამ დროისათვის მომხდარის შესახებ მეტი ინფორმაცია არ არის ცნობილი.
უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს უკვე 25 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საქართველოს ხელისუფლებამ თავიდანვე განაცხადა, რომ მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას ორგანიზებას ვერ გაუკეთებდა. ამასთან აღინიშნა, რომ სახელმწიფო ვერ აუკრძალავს ვერცერთ მოქალაქეს, ინდივიდუალურად თუ აქვს ვინმეს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.
24 თებერვალს რუსეთმა „სამხედრო სპეცოპერაცია“ წამოიწყო უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადეს, რომელთა დაწესება ამ დრომდე მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0