საქართველომ და სომხეთმა პოლიტიკური კონსულტაციები გამართეს - მოლაპარაკებების შედეგები

© Ministry of Foreign Affairs of Georgiaსაქართველომ და სომხეთმა პოლიტიკური კონსულტაციები გამართეს
საქართველომ და სომხეთმა პოლიტიკური კონსულტაციები გამართეს - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2022
გამოწერა
შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების გარემოსა და სტაბილურობის მნიშვნელობას მდგრადი და მშვიდობიანი განვითარებისთვის.
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. საქართველო და სომხეთი მზად არიან იმუშაონ ერთად ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაძლიერებისთვის, განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მნაცაკან საფარიანმა.
© Сourtesy of MFA of Georgiaსაქართველომ და სომხეთმა პოლიტიკური კონსულტაციები გამართეს
Грузия и Армения провели политические консультации - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2022
საქართველომ და სომხეთმა პოლიტიკური კონსულტაციები გამართეს
საფარიანმა ამის შესახებ საქართველოსა და სომხეთის საგარეო პოლიტიკურ უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდის შემდეგ განაცხადა, რომელიც 14 ნოემბერს ჩატარდა. პოლიტიკური კონსულტაციების თანათავმჯდომარე იყო მისი ქართველი კოლეგა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია.

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები თბილისში ორმხრივი კონსულტაციების მორიგი რაუნდის ჩატარების მიზნით. გვქონდა ძალზე ნაყოფიერი და პოზიტიური დისკუსიები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან და ჩემს კოლეგასთან. ძალიან კმაყოფილი ვართ შეხვედრის შედეგებით, ორმხრივი დღის წესრიგის არსებული შესაძლებლობებისა და ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების განხილვით“, – განაცხადა საფარიანმა.

როგორც სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მხარეები ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ თანამშრომლობა ქვეყნებს შორის დინამიკურად ვითარდება.
„ჩვენ ასევე გავუზიარეთ ერთმანეთს მოსაზრებები ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული და საგანმანათლებლო ასპექტების შესახებ. წინ ძალიან კარგი გზა გვაქვს და მზად ვართ, ვიმუშაოთ ერთად ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაძლიერებისთვის“, – აღნიშნა საფარიანმა.
შეხვედრაზე საუბარი იყო ასევე რეგიონში უსაფრთხოების გარემოზე და აღინიშნა სტაბილურობის მნიშვნელობა მყარი და მშვიდობიანი განვითარებისთვის. აღინიშნა საქართველოსა და სომხეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები, იუწყება საქართველოს საგარეო უწყება.
© Сourtesy of MFA of Georgiaსაქართველომ და სომხეთმა პოლიტიკური კონსულტაციები გამართეს
Грузия и Армения провели политические консультации - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2022
საქართველომ და სომხეთმა პოლიტიკური კონსულტაციები გამართეს
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ტრადიციული მეგობრული კავშირების უფრო მეტ გაღრმავებასა და განვითარებას.

„ვისაუბრეთ ყველა მიმდინარე საკითხზე. ვისაუბრეთ ყველა იმ თემაზე, რომელიც დღეს დგას ორმხრივ დღის წესრიგში საქართველოსა და სომხეთს შორის და დავსახეთ კონკრეტული გზები თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის, გაძლიერებისთვის და მიმდინარე საკითხების გადაჭრისთვის“, – განაცხადა დარსალიამ.

საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის და სხვა სფეროებში.
ამ წლების განმავლობაში საქართველომ და სომხეთმა ერთმანეთს შორის გააფორმეს საერთაშორისო ხასიათის 88 დოკუმენტი ვაჭრობის, მეწარმის საკუთრების უფლების დაცვის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო მიმოქცევის წინააღმდეგ ბრძოლისა და სხვა სფეროებში.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0