საქართველო სასურსათო უსაფრთხოების მხარდასაჭერად 3,4 მლნ დოლარს მიიღებს

© Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgia გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელი საქართველოში, რაიმუნდ იელე და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელი საქართველოში, რაიმუნდ იელე და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია  - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2022
გამოწერა
საქართველოსა და FAO-ს შორის შეთანხმება ქვეყანაში ხარისხიანი პროდუქციის წარმოების ზრდაზეა ორიენტირებული.
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. საქართველო შვედეთის განვითარების სააგენტოსგან სურსათის უვნებლობის, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ღონისძიებების მხარდასაჭერად 3,4 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს, იუწყება სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
თანხის გამოყოფას ითვალისწინებს შეთანხმება, რომელსაც სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD IV-ის ფარგლებში ხელი მოაწერეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ.
ოთარ შამუგიამ ქვეყნისთვის ხარისხიანი პროდუქციის წარმოების ზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა ცოდნის დაგროვების და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მხარდაჭერის საკითხი.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასა და შვედეთის მთავრობას მრავალწლიანი ეფექტიანი თანამშრომლობისთვის და ევროკავშირთან დაახლოების და ევროპულ ბაზრებზე წვდომის გამარტივების პროცესში ყურადღება გაამახვილა ENPARD IV-ის მნიშვნელობაზე.
თავის მხრივ, რაიმუნდ იელემ ENPARD III-ის წარმატებული განხორციელების შესახებ ისაუბრა და ENPARD IV-ის ფარგლებში ქვეყნის სურსათის უვნებლობის, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული მიმართულებით ხელშესახები შედეგების მიღწევის სურვილი გამოთქვა. მისი თქმით, პროექტის განხორციელებაში FAO-ს და ევროკავშირის, ჩეხეთის რესპუბლიკის და შვედეთის სამეფოს ექსპერტები თანაბრად იქნებიან ჩართული.
ყველა ახალი ამბავი
0