https://sputnik-georgia.com/20221115/salva-papuasvili-deoligarqizaciis-sakitxma-saqartvelosi-polarizacia-gaazliera-272217752.html
შალვა პაპუაშვილი: დეოლიგარქიზაციის საკითხმა საქართველოში პოლარიზაცია გააძლიერა
შალვა პაპუაშვილი: დეოლიგარქიზაციის საკითხმა საქართველოში პოლარიზაცია გააძლიერა
Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი პირველი მოსმენით უკვე მიიღო 15.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-15T23:16+0400
2022-11-15T23:16+0400
2022-11-15T23:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/0d/265958284_0:96:1280:816_1920x0_80_0_0_58439c984cb748193d25ef3dc5418ce2.jpg
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის განხილვამ საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაცია გაამძაფრა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.დეოლიგარქიზაცია 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს. დეპუტატებმა შესაბამისი კანონპროექტი ოქტომბერში განიხილეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 3 ნოემბერს კი კენჭისყრა გაიმართა და კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს. მაგრამ კამათმა იმის შესახებ, თუ ვინ უნდა ჩაითვალოს ოლიგარქად, გაამძაფრა დაპირისპირება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.მისი თქმით, სწორედ ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ისეთი კანონის მიღება, რომელიც ყველა კითხვას პასუხს გასცემს.საქართველოს პარლამენტმა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ პირველი მოსმენით უკვე მიიღო. კანონპროექტი შინაარსით უკრაინული კანონის ანალოგიურია.პროექტის თანახმად, ოლიგარქად მიიჩნევა ადამიანი, რომელიც ოთხი ძირითადი კომპონენტიდან სამს აკმაყოფილებს:ხელისუფლების ოპონენტები ქვეყანაში ერთადერთ ოლიგარქს საქართველოში ყველაზე მდიდარ ადამიანს – ბიძინა ივანიშვილს უწოდებენ.ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკიდან 2021 წლის იანვარში წავიდა, გარკვეულ საკითხებზე რჩევებისთვის მიმართავენ, თუმცა კატეგორიულად უარყოფენ მის ჩარევას ქვეყნის მართვაში.მმართველ პარტიაში, პირიქით, ოლიგარქებს უწოდებენ ოპოზიციის წარმომადგენლებს – პარტია „ლელოს" ლიდერებს, ყოფილ ბანკირებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დამაარსებელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პარტია „პროგრესი და სამართლიანობის“ ლიდერ კახა ოქრიაშვილს, ასევე საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ამჟამად ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულის" მფლობელ დავით კეზერაშვილს, რომელიც შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია.მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებით, კანონპროექტის მიხედვით, რომელიც უკრაინული კანონის ანალოგია, სწორედ ეს ადამიანები ჩაითვლებიან ოლიგარქებად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/0d/265958284_54:80:1200:940_1920x0_80_0_0_39f17143e9749e619b2f571e5e369809.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი
შალვა პაპუაშვილი: დეოლიგარქიზაციის საკითხმა საქართველოში პოლარიზაცია გააძლიერა
საქართველოს პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი პირველი მოსმენით უკვე მიიღო
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის განხილვამ საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაცია გაამძაფრა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
დეოლიგარქიზაცია 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს. დეპუტატებმა შესაბამისი კანონპროექტი ოქტომბერში განიხილეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 3 ნოემბერს კი კენჭისყრა გაიმართა და კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს. მაგრამ კამათმა იმის შესახებ, თუ ვინ უნდა ჩაითვალოს ოლიგარქად, გაამძაფრა დაპირისპირება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.
„რადიკალიზაციის წახალისება მოხდა, ვინაიდან ტერმინოლოგიამ გარკვეული დაბნეულობა შემოიტანა და ამას ყველა იყენებს პოლიტიკური კუთხით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, სწორედ ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ისეთი კანონის მიღება, რომელიც ყველა კითხვას პასუხს გასცემს.
საქართველოს პარლამენტმა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ პირველი მოსმენით უკვე მიიღო. კანონპროექტი შინაარსით უკრაინული კანონის ანალოგიურია.
პროექტის თანახმად, ოლიგარქად მიიჩნევა ადამიანი, რომელიც ოთხი ძირითადი კომპონენტიდან სამს აკმაყოფილებს:
მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში;
მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე;
არის საბოლოო ბენეფიციარი იმ სამეწარმეო იურიდიული პირისა, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და ინარჩუნებს ან აუმჯობესებს ამ მდგომარეობას ერთი წლის განმავლობაში;
მისი აქტივებისა და სამეწარმეო იურიდიული პირების დადასტურებული თანხა, რომელთა ბენეფიციარიც არის, სჭარბობს საარსებო მინიმუმს მილიონჯერ (შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით).
ხელისუფლების ოპონენტები ქვეყანაში ერთადერთ ოლიგარქს საქართველოში ყველაზე მდიდარ ადამიანს – ბიძინა ივანიშვილს უწოდებენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკიდან 2021 წლის იანვარში წავიდა, გარკვეულ საკითხებზე რჩევებისთვის მიმართავენ, თუმცა კატეგორიულად უარყოფენ მის ჩარევას ქვეყნის მართვაში.
მმართველ პარტიაში, პირიქით, ოლიგარქებს უწოდებენ ოპოზიციის წარმომადგენლებს – პარტია „ლელოს" ლიდერებს, ყოფილ ბანკირებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დამაარსებელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პარტია „პროგრესი და სამართლიანობის“ ლიდერ კახა ოქრიაშვილს, ასევე საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ამჟამად ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულის" მფლობელ დავით კეზერაშვილს, რომელიც შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია.
მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებით, კანონპროექტის მიხედვით, რომელიც უკრაინული კანონის ანალოგია, სწორედ ეს ადამიანები ჩაითვლებიან ოლიგარქებად.