როგორ შეიცვალა საქართველოში პროდუქტების იმპორტის მოცულობა: 2011-2021

გამოწერა
„Sputnik-საქართველოს“ ინფოგრაფიკაში მკითხველი გაიგებს, თუ როგორ შეიცვალა ბოლო 10 წელიწადში საქართველოში სურსათის იმპორტის მოცულობა.
„Sputnik-საქართველოს“ ინფოგრაფიკაში წარმოდგენილი პროდუქტების უმეტესობის იმპორტის მოცულობა 10 წლის მანძილზე მნიშვნელოვნად გაიზარდა. ერთადერთი გამონაკლისი ხორბალი იყო – თუ 2011 წელს ქვეყანამ შეიძინა დაახლოებით 634 ათასი ტონა მარცვლეული, 2021 წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა დაახლოებით 367 ათასი ტონა შეადგინა. სამაგიეროდ, ათი წლის მანძილზე შვრიაზე მოთხოვნილება 1050%-ით გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, 2011 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9,24 მლრდ დოლარი შეადგინა, საიდანაც 2,19 მლრდ დოლარი ექსპორტზე, 7,5 მლრდ დოლარი კი იმპორტზე მოდიოდა. 2021 წელს საქართველოს საგარეო ბრუნვამ 14,3 მლრდ დოლარი შეადგინა – ქვეყანაში შემოვიდა 10 მლრდ დოლარის და გავიდა 4,2 მლრდ დოლარის პროდუქცია.
ყველა ახალი ამბავი
0