https://sputnik-georgia.com/20221115/peticia-rusebistvis-ukrainasi-sesvlis-akrzalvis-taobaze-272208445.html
ახალი პეტიცია: უკრაინელები რუსებისთვის ქვეყანაში შესვლის 100 წლით აკრძალვას ითხოვენ
ახალი პეტიცია: უკრაინელები რუსებისთვის ქვეყანაში შესვლის 100 წლით აკრძალვას ითხოვენ
Sputnik საქართველო
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საიტზე დღეს ახალი პეტიცია დარეგისტრირდა, რომლის მოთხოვნაც უკრაინაში რუსების შესვლის... 15.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-15T18:08+0400
2022-11-15T18:08+0400
2023-07-20T15:47+0400
მსოფლიო დღეს
უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/09/269319111_0:160:3075:1889_1920x0_80_0_0_3359e07f3d7b3d0be3e7c60d50acfd5a.jpg
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საიტზე დღეს ახალი პეტიცია დარეგისტრირდა, რომლის მოთხოვნაც უკრაინაში რუსების შესვლის აკრძალვაა.გავრცელებული ინფორმაციით, პეტიციის ინიციატორი და ავტორი ალექსანდრ კორნეიჩუკია — ხმელნიცკის საოლქო ადმინისტრაციის თავმჯდომარე.დაახლოებით 16:00 საათისთვის (თბილისის დროით) ახალ პეტიციას 97 ხელმოწერა აქვს, თუმცა მოთხოვნის მხარდამჭერთა რაოდენობა იზრდება. იმისათვის, რომ სახელმწიფოს მეთაურმა დოკუმენტი განიხილოს, 25 ათასი ხელმოწერაა საჭირო.აღსანიშნავია, რომ მანამდე, მიმდინარე წლის მაისში მსგავსი პეტიცია უკვე იყო გამოქვეყნებული უკრაინის პრეზიდენტის პორტალზე. მაშინ მისი ავტორ-ინიციატორი რუსეთის მოქალაქეებისთვის 50 წლით მოითხოვდა უკრაინაში შესვლის აკრძალვას. ამ დოკუმენტს 27.060-მა კაცმა მოაწერა ხელი და, შესაბამისად, სექტემბერში ის ვოლოდიმირ ზელენსკის გადაეცა განსახილველად.როგორც პეტიციაზე პრეზიდენტის პასუხში იყო ნათქვამი, ის მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეების უკრაინის ტერიტორიაზე შესვლაზე კონტროლის რეჟიმის გაძლიერებას, რასთან დაკავშირებითაც, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის 2022 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით, ახალი სავიზო რეჟიმი ამოქმედდა. აღნიშნული ნაბიჯით ხელისუფლებამ რუსეთსა და უკრაინას შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი გააუქმა.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/09/269319111_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_5540e55bb6d0d9f0fec9c873b4a863f6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი პეტიცია: უკრაინელები რუსებისთვის ქვეყანაში შესვლის 100 წლით აკრძალვას ითხოვენ
18:08 15.11.2022 (განახლებულია: 15:47 20.07.2023) თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საიტზე დღეს ახალი პეტიცია დარეგისტრირდა, რომლის მოთხოვნაც უკრაინაში რუსების შესვლის აკრძალვაა.
„აეკრძალოთ რუსეთის მოქალაქეებს უკრაინაში შემოსვლა. აკრძალვის ვადა — 100 წელი“, — ნათქვამია დოკუმენტში.
გავრცელებული ინფორმაციით, პეტიციის ინიციატორი და ავტორი ალექსანდრ კორნეიჩუკია — ხმელნიცკის საოლქო ადმინისტრაციის თავმჯდომარე.
დაახლოებით 16:00 საათისთვის (თბილისის დროით) ახალ პეტიციას 97 ხელმოწერა აქვს, თუმცა მოთხოვნის მხარდამჭერთა რაოდენობა იზრდება. იმისათვის, რომ სახელმწიფოს მეთაურმა დოკუმენტი განიხილოს, 25 ათასი ხელმოწერაა საჭირო.
აღსანიშნავია, რომ მანამდე, მიმდინარე წლის მაისში მსგავსი პეტიცია უკვე იყო გამოქვეყნებული უკრაინის პრეზიდენტის პორტალზე. მაშინ მისი ავტორ-ინიციატორი რუსეთის მოქალაქეებისთვის 50 წლით მოითხოვდა უკრაინაში შესვლის აკრძალვას. ამ დოკუმენტს 27.060-მა კაცმა მოაწერა ხელი და, შესაბამისად, სექტემბერში ის ვოლოდიმირ ზელენსკის გადაეცა განსახილველად.
როგორც პეტიციაზე პრეზიდენტის პასუხში იყო ნათქვამი, ის მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეების უკრაინის ტერიტორიაზე შესვლაზე კონტროლის რეჟიმის გაძლიერებას, რასთან დაკავშირებითაც, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის 2022 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით, ახალი სავიზო რეჟიმი ამოქმედდა. აღნიშნული ნაბიჯით ხელისუფლებამ რუსეთსა და უკრაინას შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი გააუქმა.