https://sputnik-georgia.com/20221115/peskovis-komentari-reparaciebis-gadaxdis-sesaxeb-rezoluciaze-272207367.html
პესკოვმა კომენტარი გააკეთა კიევისთვის რეპარაციების გადახდის რეზოლუციაზე
პესკოვმა კომენტარი გააკეთა კიევისთვის რეპარაციების გადახდის რეზოლუციაზე
Sputnik საქართველო
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის მიერ უკრაინისთვის რეპარაციების გადახდის შესახებ რეზოლუციით მისი ავტორები ცდილობენ გაეროს პლატფორმის მეშვეობით მოახდინონ... 15.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-15T17:44+0400
2022-11-15T17:44+0400
2023-07-20T15:47+0400
რუსეთი
პოლიტიკა
გაერო
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/02/265696554_0:0:3264:1836_1920x0_80_0_0_e1895cf10d2734d5fa8c8ad3824af87f.jpg
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის მიერ უკრაინისთვის რეპარაციების გადახდის შესახებ რეზოლუციით მისი ავტორები ცდილობენ გაეროს პლატფორმის მეშვეობით მოახდინონ ყაჩაღობის ფორმალიზება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.მისი თქმით, რუსეთი რეზოლუციას იურიდიულად არასავალდებულო დოკუმენტად მიიჩნევს.გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ორშაბათს ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუციის პროექტი მოსკოვის მიერ კიევისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ, რომელიც „უკრაინაში ან მის წინააღმდეგ რუსეთის მიერ საერთაშორისო უკანონო მოქმედებების შედეგად მიადგა“ ქვეყანას.რუსეთი დოკუმენტის მიღებას ეწინააღმდეგებოდა და აცხადებდა, რომ რეზოლუციის პროექტი, გარდა იმისა, რომ „სამართლებრივ კრიტიკას ვერ უძლებს“, ის ასევე არის „უმნიშვნელო მცდელობა იმისა, რომ დაკანონდეს ის, რაც საერთაშორისო სამართლით უკანონობადაა აღიარებული“.როგორც რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ვასილი ნებენზიამ განაცხადა ასამბლეაზე, დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ, რომ რუსეთის დაბლოკილი სუვერენული ფონდები კიევისთვის იარაღის მისაწოდებლად ან უკვე მიწოდებულის ხარჯების ასანაზღაურებლად გამოიყენონ, რაც „დაუფარავი ძარცვაა“. მისი თქმით, რეზოლუციის მიღება შესაძლოა ბუმერანგივით დაუბრუნდეს მის ინიციატორებს და დაამატა, რომ „ასეთი გადაწყვეტილება მხოლოდ არასტაბილურობისა და დაძაბულობის ზრდას გამოიწვევს მსოფლიოში".
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/02/265696554_533:0:3264:2048_1920x0_80_0_0_3c851b5d860fb7f9a04fe096db2b2934.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, პოლიტიკა, გაერო, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, პოლიტიკა, გაერო, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის მიერ უკრაინისთვის რეპარაციების გადახდის შესახებ რეზოლუციით მისი ავტორები ცდილობენ გაეროს პლატფორმის მეშვეობით მოახდინონ ყაჩაღობის ფორმალიზება,
განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
„ბუნებრივია, ამ პროცესის ორგანიზატორები ცდილობენ დაასრულონ ჩვენი ოქროსა და სავალუტო რეზერვების ძარცვა, რაც სრულიად უკანონოდაა დაბლოკილი. [ეს რეზოლუცია] ამ ძარცვის ფორმალიზებაა გაეროს პლატფორმის გამოყენებით“, — განაცხადა პესკოვმა კითხვაზე პასუხად, თუ როგორ აფასებს კრემლი გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას.
მისი თქმით, რუსეთი რეზოლუციას იურიდიულად არასავალდებულო დოკუმენტად მიიჩნევს.
„ეს გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად სავალდებულო. სწორედ ასეთი დამოკიდებულება გვექნება მის მიმართ. რაღა თქმა უნდა, ჩვენ [რეზოლუციის] კატეგორიული წინააღმდეგი ვართ“, — აღნიშნა პესკოვმა.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ორშაბათს ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუციის პროექტი მოსკოვის მიერ კიევისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ, რომელიც „უკრაინაში ან მის წინააღმდეგ რუსეთის მიერ საერთაშორისო უკანონო მოქმედებების შედეგად მიადგა“ ქვეყანას.
რუსეთი დოკუმენტის მიღებას ეწინააღმდეგებოდა და აცხადებდა, რომ რეზოლუციის პროექტი, გარდა იმისა, რომ „სამართლებრივ კრიტიკას ვერ უძლებს“, ის ასევე არის „უმნიშვნელო მცდელობა იმისა, რომ დაკანონდეს ის, რაც საერთაშორისო სამართლით უკანონობადაა აღიარებული“.
როგორც რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ვასილი ნებენზიამ განაცხადა ასამბლეაზე, დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ, რომ რუსეთის დაბლოკილი სუვერენული ფონდები კიევისთვის იარაღის მისაწოდებლად ან უკვე მიწოდებულის ხარჯების ასანაზღაურებლად გამოიყენონ, რაც „დაუფარავი ძარცვაა“. მისი თქმით, რეზოლუციის მიღება შესაძლოა ბუმერანგივით დაუბრუნდეს მის ინიციატორებს და დაამატა, რომ „ასეთი გადაწყვეტილება მხოლოდ არასტაბილურობისა და დაძაბულობის ზრდას გამოიწვევს მსოფლიოში".