https://sputnik-georgia.com/20221115/g20-zelenskis--msvidobis-formula-272198926.html
„მშვიდობის ფორმულა“: ზელენსკიმ G20-ს თავისი 10-პუნქტიანი ხედვა გააცნო
„მშვიდობის ფორმულა“: ზელენსკიმ G20-ს თავისი 10-პუნქტიანი ხედვა გააცნო
Sputnik საქართველო
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინდონეზიის კუნძულ ბალიზე „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტზე შეკრებილ სახელმწიფოთა ლიდერებს... 15.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-15T12:36+0400
2022-11-15T12:36+0400
2023-07-20T15:47+0400
მსოფლიო დღეს
უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
დიდი ოცეული - g20
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/08/269273132_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_275be991b475c6cfd11c9ded4186b5ba.jpg
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინდონეზიის კუნძულ ბალიზე „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტზე შეკრებილ სახელმწიფოთა ლიდერებს ონლაინ-ფორმატში მიმართა და ის ნაბიჯები გააცნო, რომლებიც, მისი ხედვით, უკრაინაში მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს.როგორც უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, კიევი არ მისცემს მოსკოვს ძალების მოკრებისა და შემდეგ „ტერორისა და გლობალური დესტაბილიზაციის ახალი სერიის დაწყების უფლებას“. მისი თქმით, მინსკი-3 არ იქნება, ვინაიდან რუსეთი მას ხელის მოწერისთანავე დაარღვევს.ამასთან ერთად ვოლოდიმირ ზელენსკიმ G20-ის ლიდერებს შესთავაზა მშვიდობის 10-პუნქტიანი ფორმულა უკრაინისთვის, ევროპისა და მსოფლიოსთვის, რომლის „რეალიზებაც სრულიად შესაძლებელია“.უკრაინის ლიდერის „მშვიდობის ფორმულა“ ასე გამოიყურება:„დიდი ოცეულის“ ორდღიანი სამიტი ინდონეზიის კუნძულ ბალიზე დღეს გაიხსნა და ხვალ დაასრულებს მუშაობას. სამიტი სასურსათო და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ეძღვნება.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/08/269273132_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_5af13b1eefcf201c484925176e3d0580.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, დიდი ოცეული - g20, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, დიდი ოცეული - g20, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
„მშვიდობის ფორმულა“: ზელენსკიმ G20-ს თავისი 10-პუნქტიანი ხედვა გააცნო
12:36 15.11.2022 (განახლებულია: 15:47 20.07.2023) თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინდონეზიის კუნძულ ბალიზე „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტზე შეკრებილ სახელმწიფოთა ლიდერებს ონლაინ-ფორმატში მიმართა და ის ნაბიჯები გააცნო, რომლებიც, მისი ხედვით, უკრაინაში მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს.
„არ შეიძლება უკრაინას თავისი სინდისის, სუვერენიტეტის, ტერიტორიებისა და დამოუკიდებლობის მიმართ კომპრომისზე წასვლა შესთავაზოთ. ჩვენ პატივს ვცემთ წესებს და სიტყვის ხალხი ვართ. უკრაინა ყოველთვის იყო სამშვიდობო ძალისხმევების ლიდერი და ამის მოწმე მთელი მსოფლიოა. და თუ რუსეთი ამბობს, თითქოს ომის შეწყვეტა სურს, დაე, ეს მოქმედებით დაადასტუროს“, — დაწერა ზელენსკიმ საკუთარ Telegram-არხზე.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, კიევი არ მისცემს მოსკოვს ძალების მოკრებისა და შემდეგ „ტერორისა და გლობალური დესტაბილიზაციის ახალი სერიის დაწყების უფლებას“. მისი თქმით, მინსკი-3 არ იქნება, ვინაიდან რუსეთი მას ხელის მოწერისთანავე დაარღვევს.
ამასთან ერთად ვოლოდიმირ ზელენსკიმ G20-ის ლიდერებს შესთავაზა მშვიდობის 10-პუნქტიანი ფორმულა უკრაინისთვის, ევროპისა და მსოფლიოსთვის, რომლის „რეალიზებაც სრულიად შესაძლებელია“.
უკრაინის ლიდერის „მშვიდობის ფორმულა“ ასე გამოიყურება:
1.
რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება;
3.
ენერგეტიკული უსაფრთხოება;
4.
ყველა ტყვისა და დეპორტირებულის გათავისუფლება;
5.
გაეროს წესდების რეალიზაცია — უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მსოფლიო წესრიგის აღდგენა;
6.
რუსეთის ჯარების გაყვანა და საომარი მოქმედებების შეწყვეტა;
7.
სამართლიანობის აღდგენა;
10.
ომის დამთავრების კონფირმაცია (დამტკიცება).
„დიდი ოცეულის“ ორდღიანი სამიტი ინდონეზიის კუნძულ ბალიზე დღეს გაიხსნა და ხვალ დაასრულებს მუშაობას. სამიტი სასურსათო და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ეძღვნება.