https://sputnik-georgia.com/20221115/arvelaze-kvaracxelias-cemi-rekordis-gaumjobesebas-vusurveb-272216799.html
არველაძე: კვარაცხელიას ჩემი რეკორდის გაუმჯობესებას ვუსურვებ
არველაძე: კვარაცხელიას ჩემი რეკორდის გაუმჯობესებას ვუსურვებ
Sputnik საქართველო
ჩვენი დიდი ოცნებაა გავიდეთ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ სტადიაზე, განაცხადა ყოფილმა ფეხბურთელმა. 15.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-15T21:35+0400
2022-11-15T21:35+0400
2022-11-15T22:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სიამაყე
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23992/22/239922224_0:74:2000:1199_1920x0_80_0_0_3e134b6426ea81e966cd8787857843a8.jpg
თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და ამსტერდამის „აიაქსის“ ყოფილი თავდამსხმელი და წარმატებული მწვრთნელი შოთა არველაძე იმედოვნებს, რომ ხვიჩა კვარაცხელია ეროვნულ ნაკრებში გატანილი გოლების მის მიერ დამყარებულ რეკორდს გააუმჯობესებს, ამის შესახებ მან Corriere del Mezzogiorno-ს განუცხადა.შოთა არველაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. მან 61 მატჩში 26 გოლი გაიტანა.არველაძის თქმით, კვარაცხელია „დიდი ფეხბურთელია“ და უკვე გამოირჩევა გუნდში, რომელიც ძალიან კარგად თამაშობს.„პარასკევს მან მითხრა, რომ ნეაპოლში კარიერის საუკეთესო პერიოდი აქვს, მაგრამ ზურგი ისევ სტკივა, თუმცა იმედოვნებს, რომ მოედანზე მალე დაბრუნდება“, – განაცხადა არველაძემ.ხვიჩა კვარაცხელიას და გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერების ღირებულება რეკორდულად გაიზარდა >>მისი თქმით, კვარაცხელია ქართველი ხალხისთვის საუკეთესო ფეხბურთელია და ის საქართველოს ნაკრებს დიდ პერსპექტივას უხსნის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23992/22/239922224_335:80:1720:1119_1920x0_80_0_0_1e733328c77f7ddddb3c92e14fd41063.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სიამაყე, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სიამაყე, სპორტი
არველაძე: კვარაცხელიას ჩემი რეკორდის გაუმჯობესებას ვუსურვებ
21:35 15.11.2022 (განახლებულია: 22:32 15.11.2022) ჩვენი დიდი ოცნებაა გავიდეთ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ სტადიაზე, განაცხადა ყოფილმა ფეხბურთელმა.
თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და ამსტერდამის „აიაქსის“ ყოფილი თავდამსხმელი და წარმატებული მწვრთნელი შოთა არველაძე იმედოვნებს, რომ ხვიჩა კვარაცხელია ეროვნულ ნაკრებში გატანილი გოლების მის მიერ დამყარებულ რეკორდს გააუმჯობესებს, ამის შესახებ მან Corriere del Mezzogiorno-ს განუცხადა.
შოთა არველაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. მან 61 მატჩში 26 გოლი გაიტანა.
„სულაც არ მეშინია, თუ ხვიჩა ჩემს საგოლე რეკორდს გააუმჯობესებს. ნუ ღელავთ, პირიქით, ამას ვუსურვებ. ყველაფერს თავისი დრო აქვს, ჩვენ კი უკვე წარსულში ვართ. იმედი მაქვს, ის შეძლებს საქართველოს მწვერვალზე აყვანას. ჩვენი დიდი ოცნება ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე გასვლაა. კვარასთან ერთად ჩვენ ეს შეგვიძლია“, – განაცხადა შოთა არველაძემ.
არველაძის თქმით, კვარაცხელია „დიდი ფეხბურთელია“ და უკვე გამოირჩევა გუნდში, რომელიც ძალიან კარგად თამაშობს.
„პარასკევს მან მითხრა, რომ ნეაპოლში კარიერის საუკეთესო პერიოდი აქვს, მაგრამ ზურგი ისევ სტკივა, თუმცა იმედოვნებს, რომ მოედანზე მალე დაბრუნდება“, – განაცხადა არველაძემ.
მისი თქმით, კვარაცხელია ქართველი ხალხისთვის საუკეთესო ფეხბურთელია და ის საქართველოს ნაკრებს დიდ პერსპექტივას უხსნის.